Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანში დედა ენის დღე აღნიშნეს

თარიღი : 14-04-2022, 19:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება.

ქართული ენის დღესთან დაკავშირებით კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისა და მართვის ცენტრის მიერ, ლევან გერსამიას სახელობის ვანის კულტურის ცენტრში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე ვანის პირველი და მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღისადმი მიძღვნილი მუსიკალურ-ქორეოგრაფიული და ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს.

აღნიშნულ ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, კულტურის და განათლების სფეროს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

საქართველოში დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება. ქართული ენის დღის აღნიშნვა უკავშირდება საქართველოში 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს, როცა ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსის დაკარგვის საფრთხე დაემუქრა, რასაც ქვეყნის მოსახლეობა, ინტელიგეციასთან ერთად დაუპირისპირდა.

მაშინდელი ქართული მთავრობა იძულებული გახდა დემონსტრანტთა მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. კონსტიტუციის მანამდე სადავო, 75- ე მუხლის თანახმად საქართველოს სახელმწიფო ენად ქართული გამოცხადდა.


ნანახია: 212-ჯერ

მსგავსი სიახლეები
1978 წლის 14 აპრილს საქართველოში სახელმწიფო ენად ქართული გამოცხადდა.
ქუთაისში ქართული ენის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიება გაიმართა.
ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში დედაენის მემორიალთან ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, მაჟორიტარმა დეპუტატმა გენადი
ღონისძიებაზე 1978 წელს, ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის დასაცავად გამართული აქციიდან ფრაგმენტები გაიხსენეს და ლექსები

ამინდი