Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ლეიბორისტები": ოცნება არჩევნების მოსაგებად ნაციონალების მეთოდს იყენებს

თარიღი : 22-05-2014, 11:50 | კატეგორია: პოლიტიკა, არჩევნები   
topnews.com.ge
„ლეიბორისტების“ პარტიული სიის პირველი ნომრის სამსონ გუგავას განცხადებით, შეუსრულებელი დაპირებების ფონზე, „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვების იმედი არ აქვს, რისთვისაც არჩევნების გაყალბების „ნაციონალების“ დროინდელ მეთოდს იყენებს. აღნიშნული განცხადება გუგავამ დღეს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„ლეიბორისტული პარტია“ „ქართული ოცნების“ მხრიდან ადგილობრივი არჩევნების გაყალბებისათვის მზადებაზე საუბრობს. სამსონ გუგავას თქმით, კოალიციას საარჩევნო კომისიის წევრებისგან დაკომპლექტებული ჰყავს ჯგუფები, რომლებიც კარდაკარ დადიან და იმ ადამიანების აღრიცხვას აწარმოებენ, რომლებიც არ იმყოფებიან საქართველოში და არჩევნებზე არ მივლენ.
„მარტო ქუთაისში 5 000 ამომრჩეველი ამოიღეს ამომრჩეველთა სიიდან. „ოცნებისგან“ ხალხი ამუშავებულ ქარხნებს, დასაქმებას, გაზრდილ ხელფასებსა და პენსიებს ელოდა, რადგან ეს არ არის, საზოგადოება განრისხებულია. ხალხი ლანძღავს ოცნებას,“ - ამბობს სამსონ გუგავა.


ნანახია: 2075-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გუგავამ უქიმერიონის სამაჟორიტარო ოლქში დღეს, პარტიის ქუთაისის მერობის კანდიდატი ირაკლი კიკვაძე და მაჟორიტარი დეპუტატობის
„ლეიბორისტის“ განცხადებით, ხელისუფლებამ საარჩევნო ადმინისტრაციის სრული უზურპაცია მოახდინა. „ლეიბორისტები“ მმართველი გუნდის
მამუკა მღვდელაძის პასუხი, ლეიბორისტულ პარტიას.
15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში „ლეიბორისტული პარტია“ ქუთაისში, ავტოქარხნის
ქუთაისელი „ლეიბორისტები“ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მონოპოლიას აკრიტიკებენ და ხელისუფლებას ზომების სასწრაფოდ მიღებისაკენ
პარტიის იმერეთის წარმომადგენლობაში დღეს გამართულ ბრიფინგზე ყურადღება იმ ფაქტებზე გაამახვილეს, რაც მათი განცხადებით, მმართველ

ამინდი