Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რაჭველ მეღვინეებს ახალი მშრალი ღვინის-'რაჭის' დამზადებას სთავაზობენ

თარიღი : 12-04-2022, 12:46 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში მცხოვრებ მევენახეებს ადგილწარმოშობის პირობების გათვალისწინებით, ახალი მშრალი ღვინის -"რაჭის" დამზადებას სთავაზობენ.

მათი თქმით, ახალი მშრალი ღვინის ‘’რაჭა" დასამზადებლად საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია შეიქმნას ასოციაცია, სადაც ის მეღვინეები და ფერმერები გაერთიანდებიან, რომლებიც ადგილწარმოშობის ღვინის დაცვას განახორციელებენ.

სააგენტოს წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა, რომ რაჭის რეგიონი მდიდარია უნიკალური პროდუქციით, რაც შესაბამისად საჭიროებს კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას, ახალი ღვინის დამზადება კი, კიდევ უფრო მეტად გაზრდის ინტერესს და მოთხოვნას.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ამბროლაურში, რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ფესტივალი იგეგმება, რომლის ფარგლებში, რაჭა-ლეჩხუმის ღვინის საწარმოებისა და მცირე მარნების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი პროდუქცია შესთავაზონ ფესტივალზე მოწვეულ ევროპელ იმპორტიორებსა და ქართველ ექსპორტიორებს, რომლებიც რეგიონის ღვინის პოპულარიზაციით არიან დაინტერესებული.


ნანახია: 261-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ფესტივალის მიზანია იმერული ღვინის, საოჯახო მარნების პოპულარიზაცია.
ადგილზე მისულ ქართველ თუ უცხოელ დამთვალიერებელს საქართველოში არსებული სხვადასხვა ჯიშის ღვინის დაგემოვნება და მათ შესახებ

ამინდი