Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ინტერვიუ ქუთაისის მერობის კანდიდატ გიორგი თევდორაძესთან რუბრიკაში 'ვის ვირჩევთ'

თარიღი : 22-05-2014, 11:47 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, არჩევნები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რუბრიკის პირველი სტუმარი საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი თევდორაძეა.

საქმიანობის სფერო: სქართველოს პარლამენტის წევრი 2012 წლიდან, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო - სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისის წევრი.


რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა დღეს ქუთაისისთვის?
ქუთაისის მთავრი პრობლემა არის მისი უფუნქციობა, მისთვის რეალური ფუნქციის მოძებნა. იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ქუთაისის წინაშეა, უმთავრესია მისთვის საპარლამენტო სტატუსის შენარჩუნება, ვინაიდან სწორედ ამ მნიშვნელოვან ნიშაზე არის დამოკიდებული ჩვენი ქალაქის მომავალი, მისი ეკონომიკური წინსვლა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

როგორი წარმოგიდგენიათ ქუთაისი 4 წლის შემდეგ?

4 წლის შემდეგ წარმომიდგენია რეალურად საპარლამენტო ქუთაისი,თავისი შესაბამისი დამხმარე ინფრასტრუქტურით. ახალი სასტუმროებით,სხვადასხვა მომსახურების ობიექტებით,ბევრი სტუმრით, გაცილებით უკეთ და მაშტაბურად ამუშავებული დ.აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით. ქუთაისი, როგორც ტურისტური ცენტრი და რაც მთავარია რეალური კომფორტული და კეთილმოწყობილი ქალაქი, სადაც ცხოვრება არის მომავალთან, პერსპექტივასთან და განვითარებასთან გაიგივებული. ვფიქრობ რომ ამის მიღწევა არის რეალური. ასევე წარმომიდგენია, რომ 4 წლის შემდეგ თითოეული ქუთაისელის ოჯახში იქნება 24 საათიანი წყალი.

ჭირდება თუ არა ქუთაისს პარლამენტი?

ვფიქრობ საერთოდ უხერხულია ამ შეკითხვის დასმა, თუმცა მესმის რომ საზოგადოებაში არსებული ორჭოფული პოზიციის გამო ამ კითხვის დასმის აუცილებლობა და საფუძველი გაჩნდა. რა თქმა უნდა ქუთაისი პარმალენტის, ადმინისტრაციული აქცენტების, ბიძგის მიმცემის გარეშე ვერ წარმომიდგენია.პარლამენტის გარეშე ჩვენ ვიხილავთ სიდიდით მეორე ქალაქის შეუქცევადი კვდომის პროცესს, ამიტომ პარლამენტი არა თუ ჭირდება ქუთაისს, არამედ მისთვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია.


თქვენი შეფასებით ვინ არის თქვენი ყველაზე ძლიერი კონკურენტი?
ვფიქრობ რომ ალბათ ნებისმიერი კანდიდატისთვის დღეს ვინც ქუთაისში იყრის კენჭს, მთავარი კონკურენტი და მთავარი ოპონენტი არის ის პრობლემები, ის გამოწვევბი რომლებიც დგას ქალაქის მოსახლეობის წინაშე. ეს ნამდვილად არ არის პათეტიკური პერიფრაზა ჩემი მხრიდან.
რაც შეეხება პოლიტიკურ პრაგმატიზს, პირველ რიგში ანგარიშგასაწევი კონკურენტი სახელისუფლებო კანდიდატია, რადგან სახელისუფლებო კონკურენტს ყოველთვის გააჩნია გარკვეული მისაწვდომობა იმ ადმინისტრაციულ რესურსებთან და ელექტორატის იმ ნაწილთან რომლებიც ყოველთვის მნიშვნელოვანი ფორაა მისთვის.

როგორ ფიქრობთ, რით განსხვავდებით ქუთაისის მერობის სხვა კანდიდატებისგან და რატომ უნდა დაგიჭიროთ მხარი ქუთაისის ამომრჩეველმა?

არ მინდა გამომივიდეს მაღალ თვითშეფასებად, თუმცა ზედმეტი თავმდაბლობაც ამ შემთხვევაში როგორც კანდიდატს არაფერში გამომადგება. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის გამოცდილება, რომელიც ჩემი კონკურენტებისგან გასხვავებით, 3 წლის განმავლობაში როგორც ქუთაისის მერს დამიგროვდა. მე ნათელი წარმოდგენა მაქვს თუ რისი გაკეთება არის აუცილებელი, რისი გაკეთება ვერ შევძელი და რატომ ვერ შევძელი.
ჩემი კონკურენტებიდან ერთ-ერთს საკმაოდ მდიდარი გამოცდილება აქვს. იგი მაშინ იყო ქალაქის მერი, როცა პრაქტიკულად უძრაობის პერიოდი იყო ქუთაისისთვის. ხოლო ერთ-ერთი მათგანი საკმაოდ მცირე პერიოდის განმავლობაში მოღვაწეობდა, რომელიც ვერანაირ კაპიტალს ვერ მოუტანდა ქუთაისს.
ასევე ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იმ გუნდის წარმომადგენელი ვიყო ქუთაისში, რომელიც ამ წუთში ქმნის გადაულახავ წინაღობას საპარლამენტო სტატუსის, საპარლამენტის ქუთაისში დარჩენის თვალსაზრისთ. ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირება რომელიც შემიძლია გავცე, თქვენი საინფორმაციო პორტალის დახმარებით არის ის, რომ პირველი რიგის ამოცანა რომელიც მე მექნება შესასრულებელი ჩემ გუნდთან ერთად, ეს არის ქუთაისისთვის საპარლამენტო სტატუსის შენარჩუნება. ვფიქრობ რომ ეს ორი მნიშვნელოვანი ნიშა განმასხვავებს და ამასთანავე ჩემივე უპირატესობას წამოადგენს ჩემს კონკურენტებთან მიმართებაში. და მე ვპირდები ქუთათურებს, რომ ჩვენ ერთად ავამუშავებთ ქუთაისს!


რუბრიკაში "ვის ვირჩევთ" მკითხველი ეტაპობრივად ეცნობა ქუთაისის მერობის ყველა კანდიდატის წინასაარჩევნო პრიორიტეტებს. 5 სტანდარტული შეკითხვა, რომლებსაც მერობის კანდიდატები პასუხობენ, მოსახლეობასთან შემთხვევითი შერჩევის გზით ჩატარებული გამოკითხვის შედეგად შეირჩა. რუბრიკის მიზანია, ქუთაისის ამომრჩეველმა უკეთ გაიცნოს ქუთაისის მერობის ყველა კანდიდატი და იცოდეს ვის ირჩევს.


ნანახია: 2267-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისს პარლამენტი არ სჭირდება,პირიქით,პარლამენტს სჭირდება ქუთაისი
მე ვარ ახალი სახე, შემიძლია ქალაქს მოვუტანო ბევრი სიახლე.
მე არ ვარ დამძიმებული წარსულის „შეცდომებით“
4 წლის შემდეგ ქუთაისი აუცილებლად იქნება ქალაქი სადაც გაკეთდება იმაზე მეტი საქმე ვიდრე ბოლო ათეული წლების მანძილზე.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას 'ჩემი