ჯანდაცვის მინისტრი ქუთაისში იმყოფებოდა
თარიღი : 10-04-2022, 11:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ქუთაისში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებზე რეაგირების საოპერაციო ცენტრის გახსნას დაესწრნენ.
ცენტრი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოში მოეწყო.
დაწესებულების მიზანი საგანგებო სიტუაციების დროს ოპერატიული გადაწყვეტილების მიღება, მოვლენის შესახებ მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვება, შეჯერება, ანალიზი და დროული რეაგირებაა.
ჯანმრთელობის საფრთხეებზე რეაგირების ცენტრი აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC), ასევე თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით აღიჭურვა.
მსგავსი ტიპის პირველი დაწესებულება 2020 წელს თბილისში, პანდემიაზე სწრაფი რეაგირებისთვის შეიქმნა.