რაჭაში, რაჭული სიმღერების გამორჩეულ შემსრულებლებს ეძებენ
თარიღი : 10-04-2022, 11:19 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ეროვნული ფესტივალის ჟიური ონს სტუმრობდა.
რაჭული სიმღერებისა და ფერხულების გამორჩეული შემსრულებლები ონსა და ამბროლაურიდან კულტურის სახლში შეიკრიბნენ.
სპეციალურად ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად სოფელ გლოლადან ჩამოვიდნენ ანსამბლ "ბუბა"-ს უხუცესი წევრები.
მონაწილეებს შორის არიან ბერელიძეების საოჯახო ანსამბლი საკაოდან.
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი ორ ტურად გაიმართება. გალაკონცერტი კი თბილისში, შემოდგომაზე იგეგმება.
ფესტივალი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.