Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: პანდემია აცრილებისთვის დასრულდება

თარიღი : 9-04-2022, 16:18 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე წელს პანდემია დასრულებულად გამოცხადდეს, თუმცა ამირან გამყრელიძე აქვე აღნიშნავს, რომ პანდემია მხოლოდ მოსახლეობის ვაქცინირებული ნაწილისთვის დასრულდება.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების პროექტის ფარგლებში საქართველოში იმუნიზაციის კამპანიის ახალი ეტაპი იწყება, რომელიც მიზნად ვაქცინაციის მოცვის გაფართოებას ისახავს.

კამპანიის ფარგლებში, ქუთაისში რეგიონებში მომუშავე ექიმებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე და სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების თავმჯდომარე არჩილ ჩხოტუა ესწრებოდნენ.

ღონისძიების მიმდინარეობისას ექიმებმა მიიღეს ინფორმაცია ვაქცინებისა და იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ, რათა პოზიტიური გავლენა მოახდინონ პაციენტების ვაქცინაციასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აუცილებელია ვაქცინაციის პროცესის გაგრძელება, განსაკუთრებით კი ბუსტერდოზით საზოგადოების მოცვა. შეხვედრაზე ისიც ითქვა, რომ ვაქცინების მარაგის კუთხით ქვეყანას პრობლემა არ აქვს.


ნანახია: 263-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი