Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზაზა ლომინაძე:ჯერ გავაკეთებთ და მერე ვილაპარაკებთ

თარიღი : 21-05-2014, 23:08 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
„ქართული ოცნების“ უქიმერიონის უბნის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე ჭომისა და გორას დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ასევე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი შოთა მურღულია იმყოფებოდა. მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს. მოსახლეობის უმრავლესობა სოციალური პრობლემების მოგვარებას ითხოვს, ასევე პრობლემებია წყლისა და კანალიზაციის კუთხით.
„ამ პრობლემების გადაწყვეტას ჩვენს ამომრჩეველს დღეს და ხვალ არ ვპირდებით, ნელ-ნელა ყველა ეს პრობლემა იქნება აღმოფხვრილი. ჯერ გავაკეთებთ და მერე ვილაპარაკებთ“ - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
„მაღალია ადამიანების დაინტერესება, თუ რას ვაპირებთ და როგორ ვაპირებთ. ყველა ადამიანს უნდა რომ თავისი პრობლემა მოგვაწვდინოს. აუცილებელია ქალაქსა და მოსახლეობას შორის იყოს მჭიდრო კომუნიკაცია“ - აღნიშნა შოთა მურღულიამ.


ნანახია: 2252-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„დავიღალეთ ქუთაისის უპატრონოდ ყოფნით“ - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
,,ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი შოთა მურღულია მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
,,ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი შოთა მურღულია და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს
შოთა მურღულიამ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებთან თემურ ნადირაძესთან და ნატო ქათამაძესთან ერთად, ქალაქ- მუზეუმის და
ქალაქ-მუზეუმის სამაჟორიტარო ოლქში ექიმი თეიმურაზ ნადირაძე იყრის კენჭს, უქიმერიონის სამაჟორიტარო ოლქში ასევე პროფესიით ექიმი

ამინდი