Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სოციალურად დაუცველ ოჯახს მიცვალებული ზესტაფონის რკინიგზის სადგურში ჰყავდა დასვენებული

თარიღი : 21-05-2014, 21:54 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, სხვადასხვა   
topnews.com.ge
სოციალურად დაუცველ ოჯახს მიცვალებული ზესტაფონის რკინიგზის სადგურში ჰყავდა დასვენებული.
როგორც topnews.cом. gе-ს ზესტაფონის რკინიგზის სადგურის უფროსმა რამაზ ფერაძემ განუცხადა, გამთენიისას სადგურში მგზვარი გარდაიცვალა, როცა ოჯახის წევრებს დაურეკეს და შემთხვევის შესახებ შეატყობინეს, მათ განაცხადეს, რომ მიცვალებულს ვერ წაიყვანდნენ, რადგან სახლი არ ჰქონდათ.
„ამის გამო რამდენიმე საათი მიცვალებული ზესტაფონის სადგურში იყო დასვენებული. სოციალურად დაუცველი ოჯახი ყოფილა. სახლ-კარი არ გააჩნდა, ამიტომ ღამეს ხან სად ათევდა და ხან სად. დილას 6 საათზე გარდაიცვალა და შუადღეს საქმის კურსში ჩავაყენეთ ოჯახის წევრები, როცა მოვიდნენ გვითხრეს, რა ვქნათ, სახლი ჩვენ არ გვაქვს რომ წავიყვანოთ და ფულიც არაა სასახლე რომ ვიყიდოთო. მერე როგორც ვიცი, გამგეობა დაეხმარა და მიცვალებული სადგურიდან გადაასვენეს,"- აცხადებს რამაზ ფერაძე.
როგორც ზესტაფონის გამგეობაში განმარტეს, გარდაცვლილი დაკრძალვის და სასახლის თანხები მათ დაუყონებლივ გამოყვეს.


ნანახია: 2227-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ადგილობრივების თქმით, მოუვლელობის გამო, ახლადრეაბილიტირებულ სადგურში ხეების გარდა, მღრნელები და ქვეწარმავლებიც ბუდობენ.
როგორც პირამოკერილი მამაკაცის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, გუშინ მამაკაცი გამგეობაში დახმარების თხოვნით მივიდა, თუმცა ადგილობრივი
ზესტაფონის რკინიგზის სადგურის თანამშრომლები მომხდარის ორ ვერსიას განიხილავენ.

ამინდი