ქუთაისში სასაფლაოებამდე მისასვლელი გზების წმენდა დაიწყო
თარიღი : 6-04-2022, 10:04 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისში, საქალაქო სასაფლაოებთან მისასვლელი ცენტრალური და შიდა გზების დასუფთავება მიმდინარეობს.
ქუთაისში არსებული 13 საქალაქო სასაფლაო შპს “ქართული ტრადიციები 2011”-ის დაქვემდებარებაში შედის.
“მიმდინარეობს სასაფლაოებთან მისასვლელი ცენტრალური გზებისა და შიგა ბილიკების გაწმენდა-დასუფთავება. ამავე პერიოდში, აქტიურდება მოსახლეობის მიერ საოჯახო საფლავების გაწმენდა-დასუფთავება. შპს ,,ქართული ტრადიციები 2011" გთხოვთ, ნუ დაყრით ნარჩენებს საოჯახო საფლავების მიმდებარე ტერიტორიაზე, გამოიტანეთ ცენტრალურ გზაზე, სადაც განთავსებულია ნაგვის ურნები,”-მიმართავენ მოსახლეობას “ქართული ტრადიციების” წარმომადგენლები.