ვანის გამგებელს მაჟორიტარი ციხეში ჩასმით ემუქრება?
თარიღი : 4-09-2013, 18:02 | კატეგორია: პოლიტიკა, მთავარი თემა

ვანის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა ლეჟავა ვანის გამგებელს ზურაბ გეგიძეს თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერას სთხოვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ლორთქიფანიძემ დღეს, პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.
ლორთქიფანიძის თქმით, პაატა ლეჟავა და იმერეთის გუბერნატორის მოადგილე ზაზა მატარაძე ვანში იყვნენ ჩასული, სადაც შვებულებაში მყოფი გამგებელი გამოიძახეს და განცხადების დაწერა მოსთხოვეს. როგორც დეპუტატი ამბობს, ლეჟავა გამგებელს ეუბნებოდა, რომ თუ განცხადებას არ დაწერდა, ფინანსური დარღვევების მიზეზით დაიჭერდნენ.
„პაატა ლეჟავა მთავარი პროკურორის მოადგილეს, ლაშა ნაცვლიშვილს ახსენებდა. როგორც სჩანს,ლეჟავა წარსულ დროში დარჩა და დღესაც ჰგონია, რომ ზურაბ ადეიშვილის დავალებებს ასრულებს,“ - ამბობს დავით ლორთქიფანიძე.
დავით ლორთქიფანიძის განცხადების სისწორის შემოწმება ვანის გამგებელთან ვცადეთ, თუმცა მისი მობილური ტელეფონი გამორთული აღმოჩნდა.