Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქალს, რომელსაც ქუთაისში მამაკაცის მკვლელობას ედავებიან, 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

თარიღი : 2-04-2022, 21:21 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს პროკურატურამ ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ს.ყ.-ს ბრალდება წარუდგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 31 მარტს, ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში ს.ყ.-მ მომხდარი კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, დანის გამოყენებით გულ-მკერდის უკანა ზედაპირზე დაზიანება მიაყენა ტ.კ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ს.ყ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ნანახია: 231-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროკურატურამ წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე, თერჯოლის #1 საჯარო სკოლის ყოფილ მანდატურს კ.

ამინდი