ქუთაისში მაჟორიტარობის 90 კანდიდატიდან 36 ქალია
თარიღი : 21-05-2014, 13:12 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქუთაისში 123 საარჩევნო უბანი და საარჩევნო კომისიის 1 599 წევრი იმუშავებს.
ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში დღეს გამართულ ბრიფინგზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიებისა და მერობის კანდიდატების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია წარმოადგინეს.
თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 154 734-ს შეადგენს.
ქუთაისში ჯამში 10 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის 90 კანდიდატია დარეგისტრირებული. აქედან 36 ქალია. მაჟორიტარი დეპუტატი არ დაურეგისტრირეს „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლეს“. ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, აღნიშნულის მიზეზი კანდიდატის მიერ არასრუყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაცია გახდა.