Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'24 თე­ბერ­ვლის დი­ლით გა­ვა­ა­ნა­ლი­ზეთ, რომ ცხოვ­რე­ბა გა­ი­ყო ომამ­დე და ომის შემ­დეგ,'-რას ჰყვება უკრაინელი ექიმი, რომელიც ქუთაისში პაციენტებს მკურნალობს?

თარიღი : 30-03-2022, 12:18 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
24 თე­ბერ­ვალს ომის გან­გა­შის სიგ­ნალ­მა მათი ცხოვ­რე­ბაც შეც­ვა­ლა, ჭურ­ვებ­მა კი აი­ძუ­ლა ქვე­ყა­ნა და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ. 35 წლის ეკა­ტე­რი­ნა პე­რე­პე­ლი­ცა, ქა­ლაქ დნიპ­რო­ში ოჯახ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და, კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ობ­და და იმ დღე­საც ოპე­რა­ცი­ა­ზე წა­სას­ვლე­ლად ემ­ზა­დე­ბო­და.

ქა­ლა­ქის მა­სი­უ­რად და­ბომბვის გამო, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და 11 წლის შვი­ლი და ასა­კო­ვა­ნი დედა ქვეყ­ნი­დან გა­მო­ეყ­ვა­ნა, მათ გა­და­სარ­ჩე­ნად იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და სამ­შობ­ლო და­ე­ტო­ვე­ბი­ნა.

ამ­ბობს, რომ მე­უღ­ლეს­თან გან­შო­რე­ბა გა­უ­ჭირ­და, რო­მე­ლიც ამ დრომ­დე დნიპ­რო­ში რჩე­ბა და ჯა­რის­კა­ცებს ეხ­მა­რე­ბა. უჭირს იმ გზის გახ­სე­ნე­ბა, რო­მელ­მაც ლტოლ­ვი­ლად აქ­ცია. ბავ­შვთან ერ­თად ძლივს მო­ა­ხერ­ხა პო­ლო­ნე­თამ­დე ჩას­ვლა. დრო­ე­ბი­თი თავ­შე­საფ­რი­დან კი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა გა­და­წყვი­ტა. ერთხელ უკვე ნამ­ყო­ფი იყო და იცო­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­რა­ი­ნე­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბულ პა­ტივს სცემ­დნენ.

"ომის წინა სა­ღა­მო­საც დი­ლის გეგ­მებს ვა­წყობ­დი, ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი ოპე­რა­ცი­ე­ბის გან­რიგს. 24 თე­ბერ­ვლის დი­ლით კი გა­ვა­ა­ნა­ლი­ზეთ, რომ ცხოვ­რე­ბა გა­ი­ყო ომამ­დე და ომის შემ­დეგ. ჩვენ აე­რო­პორტთან ახ­ლოს ვცხოვ­რობთ და დი­ლით უკვე აე­რო­პორ­ტი იბომ­ბე­ბო­და. ეს სა­ში­ნე­ლე­ბა იყო. არ ვი­ცო­დით, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბო­და მოვ­ლე­ნე­ბი. ყვე­ლა­ზე მე­ტად ჩემი შვი­ლის მე­ში­ნო­და. ქა­ლაქ­ზე სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ბავ­შვი წა­მო­მეყ­ვა­ნა.

უმ­ძი­მე­სი იყო, როცა მე­უღ­ლეს ვუ­თხა­რი ნახ­ვამ­დის.... ის ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბას არც გა­ნი­ხი­ლავს. რჩე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში და ეხ­მა­რე­ბა ჩვენს ჯა­რის­კა­ცებს. უკ­რა­ი­ნი­დან პო­ლო­ნე­თამ­დე გზა ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო. 4 დღე გზა­ში ვი­ყა­ვით. პო­ლო­ნე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მო­ვე­დით. ჩვენ აქ ძა­ლი­ან ბევ­რი სით­ბო მი­ვი­ღეთ. მე დიდი იმე­დი მაქვს, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ომი მალე დამ­თავ­რდე­ბა, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა გა­ი­მარ­ჯვებს და ჩვენ გვექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ჩვენს სახ­ლში მალე დავ­ბრუნ­დეთ" - გა­ნა­ცხა­და ეკა­ტე­რი­ნა პე­რე­პე­ლი­ცამ.

გა­და­წყვი­ტა, მხარ­და­ჭე­რა სი­კე­თით გა­და­ე­ხა­და და ქუ­თა­ის­ში კლი­ნი­კა "ბო­მონდში" და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. პრო­ცე­სი­ით ონ­კო­ლო­გია და ად­გი­ლობ­რივ ექი­მებ­თან ერ­თად პა­ცი­ენ­ტებს ეხ­მა­რე­ბა. პა­რა­ლე­ლუ­რად კავ­შირ­ზეა უკ­რა­ი­ნელ პა­ცი­ენ­ტებ­თან, რო­მელ­თა ნა­წილ­მაც ქვე­ყა­ნა და­ტო­ვა და მათ კონ­სულ­ტა­ცი­ას უწევს.

"ქუ­თა­ის­ში მთა­ვარ კლი­ნი­კა­ში, ძუ­ძუს კი­ბო­თი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ქა­ლე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ გან­ყო­ფი­ლე­ბას ვა­წყობთ. ვიდ­რე აქ ვარ, რო­გორც ქი­რურ­გი და ონ­კო­ლო­გი, მაქ­სი­მა­ლუ­რის გა­კე­თე­ბას შე­ვეც­დე­ბი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თან ჩემი მე­გობ­რო­ბა მრა­ვა­ლი წელი გაგ­რძელ­დეს" - აცხა­დებს უკ­რა­ი­ნი­დან დევ­ნი­ლი ოკო­მა­მო­ლო­გი და პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი.

ახლა ერ­თა­დერ­თი ოც­ნე­ბა აქვს, მალე დაბ­რუნ­დეს უკ­რა­ი­ნა­ში და ცხოვ­რე­ბის ჩვე­ულ რიტმს და­უბ­რუნ­დეს.

"ვოც­ნე­ბობ, ჩემს სახ­ლში, ჩემს ქა­ლაქ­ში დაბ­რუ­ნე­ბას. დნიპ­რო ულა­მა­ზე­სი ქა­ლა­ქია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბით, თე­ატ­რე­ბით, პარ­კე­ბით და ბიზ­ნე­სე­ბით. ახლა სა­ში­ნე­ლე­ბაა სა­ნა­ხევ­როდ ცო­ცხა­ლი ქა­ლა­ქის ნახ­ვა. მთელ ქა­ლაქ­ში სა­გუ­შა­გო­ე­ბია. ქა­ლაქ­სა და მის შე­მო­გა­რენ­ში პე­რი­ო­დუ­ლად ხდე­ბა სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვან სტრა­ტე­გი­ულ ობი­ექ­ტებ­ზე - აე­რო­პორტზე, ქარ­ხნებ­ზე, სამ­ხედ­რო ნა­წი­ლებ­ზე.

გან­გა­შის დროს ადა­მი­ა­ნე­ბი თავ­შე­სა­ფარ­ში გარ­ბი­ან და­სა­მა­ლად. ჩემი კო­ლე­გე­ბი ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბას აგ­რძე­ლე­ბენ. სა­ჰა­ე­რო გან­გა­შის ხმა­ზე ისი­ნი არ ტო­ვე­ბენ პა­ცი­ენ­ტებს და არ მი­დი­ან თავ­შე­სა­ფარ­ში. დნიპ­რო­ში პა­ცი­ენ­ტე­ბი მოჰ­ყავ­დათ ხარ­კო­ვი­დან, მა­რი­უ­პო­ლი­დან და სხვა ქა­ლა­ქე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ზა­რალ­დნენ. ეს პა­ცი­ენ­ტე­ბი ნამ­დვი­ლი გმი­რე­ბი არი­ან, რად­გან ორ ფრონტზე იბ­რძვი­ან-კი­ბოს და რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ" - აცხა­დებს ეკა­ტე­რი­ნა პე­რე­პე­ლი­ცა.

ambebi.ge


ნანახია: 314-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გან­ქორ­წი­ნე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი თბი­ლის­ში ფიქ­სირ­დე­ბა, შემ­დეგ კი იმე­რე­თის

ამინდი