ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსული მენინგიტის დიაგნოზით 7 პაციენტი მოათავსეს
თარიღი : 21-05-2014, 12:35 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსული მენინგიტის დიაგნოზით 7 პაციენტი მოათავსეს.
როგორც topnews.com.ge-ს პაციენტის მშობლებმა განუცხადეს, მცირეწლოვან ბავშვებს გულისრევის შეგრძნება, ყელის ტკივილი და მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ.
საავადმყოფოს მთავარი ექიმის ლანა ღონღაძის თქმით, გასულ წლებთან შედარებით ვირუსულმა მენინგიტმა საგრძნობლად მოიმატა.
„მაისის თვეში ყოველ წელს არის მომართვიანობა, თუმცა ის 10-15 პაციენტს არ აჭარბებდა. დღეის მდგომარეობით კი, უკვე 32 პაციენტი გვყავს რეგისტრირებული. თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია“, - აცხადებს ლანა ღონღაძე.