ქუთაისში კონკურსი 'ნორჩი ჟურნალისტი' ჩატარდა
თარიღი : 27-03-2022, 12:08 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალში - მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლეში ქართული ჟურნალისტიკის დღისადმი მიძღვნილი სიტუაციური წერის კონკურსი ,,ნორჩი ჟურნალისტი" ჩატარდა, რომელიც მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლის ხელმძღვანელმა მარინა მარჯანიშვილმა გახსნა.
მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი შესაძლებლობები და ფანტაზიის უნარი წარმოეჩინათ სამი საკონკურსო თემის ირგვლივ: 1 ) მშვიდობა ბავშვებს, 2)ეს დღე იწყება როგორც ზღაპარი, 3) ჩემო საყვარელო ადგილებო.
ჟიურის მიერ გამოვლენილი და გამარჯვებული მოსწავლეები მიმდინარე წლის 1-ელ აპრილს, 15 საათზე, მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლეში საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდებიან სიგელებით, დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით. ამავე დღეს, ჟურნალისტიკის მიმართულების აქტივის მიერ ჩატარდება შემეცნებითი ხასიათის ღია გაკვეთილი ქართული ჟურნალისტიკის განვითარების ისტორიის შესახებ.
კონკურსის მიზანია საჯარო და კერძო სკოლებში მოსწავლეთა თვითშემეცნების, ობიექტური განსჯისა და შეფასების უნარ-ჩვევების ამაღლება, ჟურნალისტიკის სფეროთო დაინტერესებულ მოზარდთა წარმოჩენა.
ღონისძიებას გაერთიანების მმართველის მოადგილე ელისო ქაროსანიძე დაესწრო. წესდებაზე ისაუბრეს პროექტის ავტორებმა: სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელმა ანა ჟღერიამ და ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა ლუსი ჩაკვეტაძემ.