Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

კულტურის მინისტრმა იმერეთის თეატრების ხელმძღვანელებს კახეთში უმასპინძლა

თარიღი : 26-03-2022, 15:26 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
კულტურის მინისტრი თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ქართული თეატრის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს შეეხო.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი თითოეული სამხატვრო ხელმძღვანელისგან პირადად გაეცნო მის თეატრში არსებულ პრობლემებს და მოცემული პრობლემების გადაჭრაზე იმსჯელა.

"ერთ-ერთი საკითხი, რაზეც შეხვედრაზე გაიმართა მსჯელობა, არის თეატრების საკუთარი შემოსავლების განაწილება მათივე საჭიროებებზე და შემოსავლების პოტენციური წყაროების გაჩენა იმ მიზნით, რომ თეატრი არ იყოს დამოკიდებული სახელმწიფოზე და შემოქმედებითად განვითარება შეძლოს.

ასევე, შეხვედრაზე კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან ერთად მსჯელობა გაიმართა უმაღლესი სახელოვნებო სასწავლებლების რეფორმაზე, რათა სასწავლებლებმა გამოუშვან ისეთი პროფესიების კადრები და იმ რაოდენობის, რაც ქართულ ბაზარს სჭირდება.

თელავში ვიზიტის ფარგლებში თეა წულუკიანი, შეხვედრის მონაწილეებთან ერთად დაესწრო სიპ თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართულ სპექტაკლს „როცა ძალიან მოგენატრები“ და თეატრის დასს შეხვდა.

ერთმოქმედებიანი დრამა „როცა ძალიან მოგენატრები“ თელავის თეატრისა და თავისუფალი თეატრის ერთობლივი სპექტაკლია, რომელიც რეჟისორმა ავთანდილ ვარსიმაშვილმა დადგა მწერლისა და დრამატურგის ირაკლი სამსონაძის მიერ სპეციალურად თელავის თეატრისთვის დაწერილი პიესის მიხედვით.

სპექტაკლში მონაწილეობენ თელავის თეატრის მსახიობი ვანო იანტბელიძე და თელავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი პაატა გულიაშვილი. მხატვარი - მირიან შველიძე. მუსიკალური გაფორმება - ავთანდილ ვარსიმაშვილი.

პიესაში გადმოცემულია მამა-შვილის ურთიერთობა მძიმე სოციალური და ეკონომიური პრობლემების ფონზე. სპექტაკლი სევდიანი ფსიქოლოგიური კომედიაა, თუმცა სრულდება ოპტიმისტურად,"-ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ნანახია: 263-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საუბარი შეეხო დასის შიგნით არსებულ სხვადასხვა პრობლემურ
მსახიობები ამბობენ, რომ სამხატვრო ხელმძღვანელი ღირსეული პიროვნება უნდა იყოს.
ქუთაისის თეატრი თელაველი მაყურებლის წინაშე სამი სპექტაკლით წარდგება.
სამხატვრო ხელმძღვანელის ვაკანტურ ადგილზე სამი კანდიდატურა იყო წარდგენილი: ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ამჟამინდელი

ამინდი