სოფელ ძევრის სკოლას ბერძენი ისტორიკოსები 'სტუმრობდნენ'
თარიღი : 25-03-2022, 21:57 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

თერჯოლის სოფელ ძევრში მდებარე საჯარო სკოლა იმერეთის რეგიონში ერთ-ერთი ცნობილი სკოლაა. სკოლას არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს. სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საზოგადოებრივ აქტივობებში. სკოლას ასევე ჰყავს თეატრალური დასი და ბეისბოლის გუნდი.
ძევრის სკოლაში უფროსი კლასების მოსწავლეები სასკოლო მასალიდან საინტერესო თემებზე ხშირად მართავენ პრეზენტაციას.
მიმდინარე კვირაში სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაცია თემაზე: ბერძენი ისტორიკოსები მოაწყვეს.

"ბერძენი ისტორიკოსები სტუმრობდენ დღეს ძევრის სკოლას. ჰეროდოტე, თუკიდიდე, სტრაბონი, ქსენოფონტე, პოლიბიოსი...რომაელი სვეტონიუსი და ამიანე მარცელიანეც დაიმგზავრეს... ძალიან საინტერესოდ წარმოგვიდგინეს საუკუნეების ფერფლწაყრილი ამბები,"-წერს ძევრის სკოლის დირექტორი მანუჩარ ფანჩულიძე.
ცნობისთვის, სოფელ ძევრის სკოლაში 125 მოსწავლე სწავლობს.