Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ყველაზე არასპორტული ახალგაზრდის გულწრფელი აღიარება

თარიღი : 20-05-2014, 18:07 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
„სპორტი და ცხოვრების ჯანსაღი წესი მნიშვნელოვანია ადამიანის ფიზიკური და სულიერი განვითარებისთვის,“ - ამბობს ქუთაისელი ახალგაზრდა მაგდა ფურცხვანიძე. ახალგაზრდა, რომელიც თავს ყველაზე არასპორტულ ადამიანს უწოდებს, საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სა და ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ერთობლივი პროექტის „იყავი აქტიური, გქონდეს შენი ჯანსაღი სტილი“-ს მორიგი სტუმარია.
21 წლის მაგდა ფურცხვანიძე ჟურნალისტიკის სპეციალობის მე-3 კურსის სტუდენტია. ამბობს, რომ დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, თავისუფალი დროის სიმცირეს არ უჩივის და სურს ეს დრო ძირითადად მეგობრებს დაუთმოს.
„ასევე ვცდილობ ეს დრო არაფორმალური განათლების მისაღებად (ტრენინგ-სემინარები) გამოვიყენო. ძალიან დიდი სურვილი მაქვს ვიყო სპორტული, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვახერხებ. ამჟამად ყველაზე არასპორტული ადამიანი ვარ. ჩემი აზრით, სპორტი და ცხოვრების ჯანსაღი წესი მნიშვნელოვანია ადამიანის ფიზიკური და სულიერი განვითარებისთვის. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს გარშემო ბევრი ახალგაზრდა არის დაკავებული სპორტით.ზოგი პროფესიულ სპორტს ეუფლება, ზოგი კი მოყვარულის დონეზე მისდევს. ჩემი ძმა ყოფილი მორაგბეა. 10 წელი თამაშობდა რაგბს და როდესაც ის არჩევანის წინაშე დადგა სპორტი თუ განათლება, მან ეს უკანასკნელი აირჩია, რადგან ორივე ერთად სამწუხაროდ თითქმის ვერ ხერხდება და სპორტულ კარიერას ხშირ შემთხვევაში ამიტომ ამჯობინებენ უნივერსიტეტის დიპლომს,“ - ამბობს ქუთაისელი ახალგაზრდა.
აქტიური ახალგაზრდა ქუთაისელი ახალგაზრდების პრობლემებზე საუბრობს. მაგდა ფურცხვანიძეს მათ ყველაზე დიდ პრობლემად ქალაქის აქტიურ ცხოვრებაში მომავალი თაობის ნაკლებად ჩართვა მიაჩნია. მისი თქმით, აღნიშნულის მიზეზი ხშირ შემთხვვაში სხვადასხვა მიმდინარე ღონისძიების შესახებ ახალგაზრდების არაინფორმირებულობაა.
„პირველ რიგში პროპაგანდა უნდა გაუწიონ ჯანსაღი ცხოვრების წესს,რათა დააინტერესონ ახალგაზრდები და მოტივაცია გაუღვიძონ მათ. ამ მხრივ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ განხორციელებული ღონისძიებები. ეს სამსახური მუდმივად ცდილობს თიოთოეულ ღონისძიებაში ჩართოს თითოეული ქუთაისელი ახალგაზრდა. მე მქონდა შესაძლებლობა ვყოფილიყავი 2014 წლის ბაკურიანის ახალგაზრდული ბანაკის წევრი.სწორედ ამ ბანაკში გავიცანი სამსახურის უფროსი ვანო ბუხაიძე, რომელიც საოცრად ყურადღებიანი და გულისხმიერი ადამიანია.სწორედ მისგან გავიგეთ ჩვენ ამ სამსახურის საქმიანობის შესახებ და დღემდე აქტიურად ვთანამშრომლობთ. ყველა ახალგაზრდას ვურჩევ, რომ გაეცნონ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდს,სადაც ისინი შეძლებენ გაიგონ თითოეული მიმდინარე ღონისძიების შესახებ, შეავსონ სააპლიკაციო ფორმები და თავად გახდნენ რომელიმე პროგრამის წევრი,“ - ამბობს მაგდა ფურცხვანიძე.

„სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზება, ახალგაზრდების დაინტერესება სპორტით, სპორტსმენების გაცნობა და მედიის მხრიდან მათი მხარდაჭერა,- ეს იმ პროექტის მიზნებია, რომელიც ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ხანგრძლივობა 3 თვეს მოიცავს.


ნანახია: 1914-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქეთი კირიაკიდი ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სპორტის მიმართ ახალგაზრდების ნაკლებად დაინტერესებას მათ ინდიფერენტულობაში ხედავს.
ქუთაისელი ახალგაზრდა თვლის, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა ნაკლებად არის დაკავებული სპორტით, რასაც თამარ კენჭაძის თქმით, უამრავი
ლაშა ბოჭორიშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის სპეციალობის მეორე კურსზე სწავლობს. ცდილობს აქტიურად
„სპორტი ჩემთვის მხოლოდ გატაცება არ არის. სპორტი ჩემი ცხოვრებაა“, -ამბობს ქუთაისელი სპორტსმენი კონსტანტინე ხვისტანი.
თავად აქტიური ახლაგაზრდა ქუთაისელ ახალგაზრდებს სიზანტეს უწუნებს და ახალგაზრდული პრობლემების მთავარ მიზეზს მათ ნაკლებაქტიურობაში
ეკატერინე მამარდაშვილი ქუთაისელი ახალგაზრდების პრობლემებზე საუბრისას, იმ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ საკმაოდ ბევრი

ამინდი