Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"საქართველოს გზიდან" ქუთაისის საკრებულოში მოხვედრას ბიზნესმენები შეეცდებიან

თარიღი : 20-05-2014, 17:25 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
პოლიტიკური პარტია „სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზა“ ქუთაისში აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიასა და მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს. ქუთაისის 10 სამაჟორიტარო ოლქიდან პარტიამ კანდიდატები მხოლოდ 4 საარჩევნო ოლქში დაასახელა. პარტიას მერობის კანდიდატი არ ეყოლება. დანარჩენ ოლქებში კანდიდატების არარსებობის მიზეზად საარჩევნო მარათონში პარტიის გვიან ჩართვა სახელდება.
„პარტიაში ბიზნესიდან მოსული, სუფთა წარსულის მქონე ადამიანები არიან გაერთიანებული. ჩვენი საარჩევნო პროგრამის ძირითადი პრიორიტეტი სოციალური ფონის მოწესრიგება და ქალაქის კეთილმოწყობაა. პარტია რეალური დაპირებების გაცემაზე იქნება ორიენტირებული. ჩვენი სლოგანია „საქმის კეთება ტყუილების გარეშე“. ჩვენ არ გვსურს არარეალური დაპირებებით გამოვიდეთ და საზოგადოება მოვატყუოთ. იმედი გვაქვს ხმების იმ რაოდენობას მოვიპოვებთ, რომ საკრებულოში ფრაქციის შექმნა შევძლოთ,“ - აცხადებს „საქართველოს გზის“ ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი ლევან გოცაძე.


ნანახია: 1949-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'ნაციონალებმა' ყველა სამაჟორიტარო ოლქში წააგეს
'წყალტუბოში „ენ“ რაოდენობის სამუშაო ადგილები შეიქმნება'
ქუთისში, საარჩევნო სიებთან და კანდიდატებთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებები იყო ქალაქის N59 საოლქო საარჩევნო კომისიაში
“ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა შოთა მურღულიამ ქალაქის ორ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები
მურღულია დღეს ქუთაისელ ამომრჩევლებს ქალაქმუზეუმის, ნიკეას და ვაკისუბნის ოლქებში, მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად შეხვდა.
წყალტუბოს გამგებელი 'ქართული ოცნების' კანდიდატი გახდა

ამინდი