იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი იყოფა
თარიღი : 17-03-2022, 16:54 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სამხარეო პოლიციის დეპარტამენტი შეიქმნება-განცხადება ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში მოსმენისას გააკეთა.
"რეფორმის ფარგლებში, იგეგმება რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის შექმნა, რომელიც 2005 წელს გაუქმდა. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების პარალელურად გაიზარდა ტურისტული ნაკადები, შესაბამისად საჭირო გახდა დეპარტამენტის ცალკე გამოყოფა,"-განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი ამ დროისთვის იმერეთის პოლიციის დეპარტამენტთან ერთად ფუნქციონირებს.