Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'გაზრდილია მოცურების საფრთხე,'-ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

თარიღი : 16-03-2022, 18:47 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დიდთოვლობით გამოწვეულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს.

მათი თქმით, მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ქუთაისის ავტოსატრანსპორტო კომპანიის კუთვნილი ავტობუსები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ დადგენილ სვლაგეზებზე მუშაობას.

"კერძო ტაქსებისა და მსუბუქი ავტომობილების, ასევე, სადისტრიბუციო ტრანსპორტის მძღოლებს უმორჩილესად გთხოვთ, ნუ დაიკავებთ ლურჯი ავტობუსებისათვის განკუთვნილ ყვითელ მართკუთხედებს, რათა ჩვენმა სატრანსპორტო საშუალებებმა შეუფერხებლად შეძლონ გაჩერებებზე შესვლა და თქვენი დროულად და ხარისხიანად მომსახურება.

გაითვალისწინეთ, რომ, უხვი ნალექის გამო, მიუხედავად იმისა, რომ წარმოებს გზების გაწმენდითი სამუშაოები, გაზრდილია მოცურების საფრთხე,"-ნათქვამია განცხადებაში.


ნანახია: 237-ჯერ

მსგავსი სიახლეები
უხვი ნალექის მიუხედავად ქუთაისში გზებზე შეფერხება არ ფიქსირდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც TOPNEWS.COM.GE უცვლელად გთავაზობთ:
ქუთაისში, უხვი ნალექის გამო შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, განცხადებას ქუთაისის ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი აკეთებს.

ამინდი