Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოში თხევადი გაზის დეფიციტია

თარიღი : 16-03-2022, 15:57 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„დიდთოვლობის გამო, თხევადი გაზის მოწოდება ვერ ხდება“, – ამის შესახებ bm.ge-ს თხევადი გაზის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნიკა ხოფერიამ განუცხადა.

მისი განმარტებით, საქართველოში რამდენიმე კვირაა, რაც თხევდი გაზის დეფიციტი შეიქმნა, ამის მიზეზი კი დიდთოვლობაა.

„სამწუხაროდ, თხევადი გაზის იმპორტით სრულიად რუსეთზე ვართ დამოკიდებულები, პრობლემა კი ვლადიკავკაზის ტერიტორიაზეა; დიდთოვლობის გამო გზა დაკეტილია. ამასთან, ჩვენი ინფორმაციით, კლიმატური პირობების გამო ლარსზე მსუბუქი მანქანების 9-კილომეტრიანი რიგია სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთანაც; ეს სიტუცია, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე გაგრძელდება“, - ამბობს თხევადი გაზის ასოციაციის ხელმძღვანელი.

კითხვაზე - ახდენს თუ არა გაზის იმპორტზე გავლენას რუსეთ-უკრაინის ომიც, ნიკა ხოფერია ასე პასუხობს: „ჯერჯერობით, ომი გავლენას არ ახდენს. "იქმნება მცირე პრობლემები, თუმცა ამას გლობალური ხასიათი არ აქვს. არის მოლოდინები და შიშები, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი იზოლაციაში მოექცა, მაგრამ, ჯერჯერობით, მსგავსი არაფერი ხდება“, - თქვა მან.


ნანახია: 212-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად, 5 მარტის დილის 10:00 საათიდან, საღამოს
გათხევადებული საწვავის მიმართ ინტერესი გაცილებით დიდია, ვიდრე 3-4 წლის წინ იყო.

ამინდი