Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მოსახლეობისგან დაცლილი სოფელი სამტრედიაში

თარიღი : 20-05-2014, 11:16 | კატეგორია: საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელი გამოჩინებული ხელისუფლების დახმარებას ითხოვს. სოფელში, სადაც ერთ დროს 800 კომლი ცხოვრობდა, დღეს 80 კომლია დარჩენილი. სახლების დიდი ნაწილი კი დაკეტილია.
სოფლის მკვიდრები გამოჩინებულის მოსახლეობისაგან დაცლის მიზეზებზე საუბრობენ. მათი თქმით, 1970 -იან წლებში სოფელში მეწყერი ჩამოწვა და გამოჩინებული მეწყერსაშიშ ზონაში მოხვდა. სოფლის მაცხოვრებლები გამოცინებულში ახალგაზრდების დეფიციტზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ აქ მათთვის არც დასაქმებისა და არც გართობის შესაძლებლობაა.
„მეზობლებს ერთმანეთის დანახვა გვენატრება. ქუჩაში ხალხის დანახვა სასწაულია. სოფელს განსაკუთრებით ზამთარში უჭირს, რადგან ზამთრის პერიოდში აქ თოვლის საფარი ხშირად ერთ მეტრს აღწევს. იქნებ ხელისუფლებამ მოხედოს სოფელს საერთოდ რომ არ დაიცალოს,“ - ამბობს მაყვალა ძიგუა.
სოფელ გამოჩინებულის სამტრედიის რაიონულ ცენტრთან დაკავშირებას ის გარემოება ართულებს, რომ სოფელში ტრანსპორტი არ დადის და გამოჩინებულის მკვიდრები საკუთარი ტრანსპორტით გადაადგილდებიან, თუმცა აღსანიშნავია, რომ საკუთარი ავტომობილი ყველა ოჯახს არ ჰყავს.
სოფელ გამოჩინებულის გამგებელი ბეჟან ჭანტურია სოფლის ისტორიულ მნიშვნელობაზე საუბრობს. ჭანტურიას თქმით, კომუნისტების პერიოდში გამოჩინებულში იყო პირველი სასოფლო საბჭო, რომელიც რამდენიმე სოფელს აერთიანებდა.
„ხელისუფლების მხრიდან სათანადო ყურადღების გამოჩენის შემთხვევაში, სოფლის გადარჩენა შესაძლებელია,“ - ამბობს გამგებელი.
სოფლის დაცლით არის გამოწვეული ის გარემოებაც, რომ გამოჩინებულში არსებულ სკოლას ერთადერთი მოსწავლე ჰყავს. მარიამ კოხრეიძე, რომელიც სკოლის მეოთხე კლასში სწავლობს, ამბობს, რომ მისი ოცნებაა კომპიუტერი ჰქონდეს.


ნანახია: 2996-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სკოლის პედაგოგის კარლო ჩაჩუას თქმით, 15 კმ-ს გადით ფეხით იმის გამო, რომ სკოლაში მივიდეს და სკოლის ერთადერთ მოსწავლეს ცოდნა მისცეს.
ადგილობრივების თქმით, სოფელში გზა ამორტიზირებულია, ტრანსპორტი არ არის, სკოლა და ბიბლიოთეკა კი გაუქმებულია.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას და სოფლის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებას
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩომახეთის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
მიწების გარეშე დარჩენილ სოფელს კი ეკონომიკის სამინისტრო იმ საძოვარსაც უყიდის, რომელსაც მოსახლეობა სოფლის პირუტყვის გამოსაკვებად
მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.

ამინდი