200 000 -მდე ამომრჩეველს შესაძლოა არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება არ მისცენ
თარიღი : 20-05-2014, 10:56 | კატეგორია: ახალი ამბები

საარჩევნო ბლოკი „არასაპარლამენტო ოპოზიცია“ ხელისუფლებას მოქალაქეთა ინფორმირებისაკენ მოუწოდებს.
ბლოკის წარმომადგენლის ივანე კაპანაძის თქმით, იუსტიციის სამინისტრომ ამომრჩეველთა ერთიანი სიიდან ამოიღო რეგისტრაციის გარეშე დარჩენილი და უმისამართო ამომრჩევლები.
„მოქალაქეებმა საარჩევნო სიაში დასაბრუნებლად 27 მაისამდე უნდა მიმართონ იუსტიციის სამინისტროს, თუმცა მოქალაქეებს აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ. სიიდან ამოღებული ამომრჩევლების რაოდენობა დაახლოებით 200 000-ია. ხელისუფლების მიზანია, რაც შეიძლება ნაკლები ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე, რომ ამით გაიმარჯვონ,“ - ამბობს კაპანაძე.