რას პასუხობს 'ტორპედო'-ს ხელმძღვანელობა გულშემატკივრების მოთხოვნას?
თარიღი : 11-03-2022, 15:33 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

საფეხბურთო კლუბ “ტორპედო"-ს ადმინისტრაცია მთავარი მწვრთნელის გათავისუფლებასთან დაკავშირებით კლუბის გულშემატკივრების მოთხოვნას ეხმიანება.
გულშემატკივრები მთავარი მწვრთნელის გათავისუფლებას ითხოვენ.
"საფეხბურთო კლუბ ქუთაისის „ტორპედოს“ ხელმძღვანელობა მიზანშეწონილად მიიჩნევს დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და მოსაზრება, ეროვნული ჩემპიონატის პირველ 3 ტურში, გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგების გამო, გულშემატკივართა მხრიდან გამოთქმული უკმაყოფილების შესახებ.
"ტორპედოს" ერთგული გულშემატკივარი გუნდისგან ყოველთვის მაღალი თამაშის ხარისხსა და შედეგს მოითხოვს, რომელიც კლუბის მოთხოვნის ანალოგიურია. მივიჩნევთ, რომ გუნდის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე და ფაქტებზე გააზრებული და არა ნაჩქარევი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული.
ყველა ერთხმად ვთანხმდებით, რომ ჩატარებულ სამ შეხვედრაში მოპოვებული მხოლოდ ერთი გამარჯვება არ არის დამაკმაყოფილებელი შედეგი, თუმცა მთელი რიგი მიზეზების გამო, ამ ეტაპზე რადიკალური საკადრო ცვლილებების განხორციელებისგან თავს ვიკავებთ.
ვთვლით, რომ ჩემპიონატის საწყის ეტაპზე მყოფი გუნდისთვის, რომელიც შეთამაშების სტადიაზეა, საუკეთესო გამოსავლი არ იქნება ცვლილებები.
დღეს, „ტორპედო“ ახალი ხელმძღვანელობით, ახალი მწვრთნელებითა და ახალი ფეხბურთელებით შენების პროცესის საწყის ეტაპზეა და ყველაზე მეტად გუნდს ახლა სჭირდება გვერდში დგომა, რომელიც გულშემატკივართა მხრიდან "ტორპედოელებს" არასოდეს მოკლებიათ,"-აცხადებენ საფეხბურთო კლუბში.