Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ხარაგაულიდან ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა

თარიღი : 10-03-2022, 22:06 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
პრემიერის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა. ტვირთი უკრაინაში ხვალ გაიგზავნება.

ხარაგაულის სახელით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ტვირთის პირველი ნაკადი გაიგზავნა.

ხარაგაულის მერიის მიერ ორგანიზებული ჰუმანიტარული აქციის პირველი ეტაპი, საზოგადოების აქტიური ჩართულობით წარიმართა.

აქციის ფარგლებში არამალფუჭებადი პროდუქტები, ჩვილ ბავშვთა საკვები, მედიკამენტები, სამედიცინო დახმარების საგნები, ჩირი, თაფლი, სხვადასხვა სახის ტკბილეული და ტანსაცმელი შეგროვდა.

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, ხარაგაულის მერიამ სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოყო.

მერიის მიერ, ფინანსური დახმარება გაეწევა ხარაგაულში მცხოვრებ უკრაინელი ლტოლვილების ოჯახს.

შემოწირულობების სახით თანხა შემოვიდა ასევე მერიის მიერ შექმნილ სპეციალურ ანგარიშზე 300288800, სადაც მსურველებს თანხის ჩარიცხვა კვლავ შეეძლებათ.

ჰუმანიტარული აქცია გრძელდება.

,,ხარაგაულის მერიის სახელით, გვინდა მადლობა გადავუხადოთ საჯარო და კერძო სექტორს, ყველა პიროვნებას, ოჯახს, ორგანიზაციას, საგანმანათლებლო დაწესებულებას გამოხატული გულისხმიერებისა და მხარდაჭერისთვის,"-ამბობს კობა ლურსმანაშვილი.


ნანახია: 242-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი