Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ქუთაისი რომ წარმატებული სპორტული ქალაქია, ამ ქალბატონების დამსახურებაცაა,'-ქუთაისის მერმა წარმატებულ სპორტსმენ ქალებს ქალთა დღე მიულოცა

თარიღი : 8-03-2022, 14:16 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ქალთა საერთაშორისო დღე ქუთაისელ სპორტსმენ ქალბატონებს მიულოცა. წარმატებულ სპორტსმენებს ქალაქის მერმა მერიაში უმასპინძლა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

“8 მარტის დღესასწაულს ვულოცავ ყველა ქალბატონს! დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მივულოცეთ ჩვენს სპორტსმენ ქალბატონებს. მათ არაერთხელ ასახელეს ქუთაისი თავიანთი მიღწევებით. ქუთაისი რომ წარმატებული სპორტული ქალაქია, ამ ქალბატონების დამსახურებაცაა. ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზეც, რაც დღეს გვაქვს სპორტის სფეროში. მჯერა, ეს ახალგაზრდა სპორტსმენები და მათი მწვრთნელები კიდევ უფრო მეტ წარმატებებს მიაღწევენ და ბევრჯერ ააჟღერებენ ჩვენი ქვეყნის ჰიმნს საერთაშორისო სპორტულ ასპარეზზე!"- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.


ნანახია: 214-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალბატონებს ქალაქის მერი ოჯახებში საჩუქრებით ეწვია, მოგვიანებით კი მათ მატერიალური დახმარება ჩაერიცხებათ.

ამინდი