ქუთაისში, უკრაინელ ქალებს და ბავშვებს სოლიდარობას მდუმარე აქციით გამოუცხადებენ
თარიღი : 7-03-2022, 16:18 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი

ქალთა ფონდ „სოხუმის“ ინიციატივით, 8 მარტს, 12 საათზე, მესხიშვილის თეატრის წინ, უკრაინელი ქალების და ბავშვების სოლიდარობის აქცია გაიმართება.
როგორც ფონდში აცხადებენ, მათი თანამშრომელთა უმრავლესობა აფხაზეთის მკვიდრია, რომელთაც 1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ, იძულებით დაატოვებინეს საკუთარი სახლები.
"დევნილობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემის მოგვარება მხოლოდ გაერთიანებით და ერთმანეთის მხარდაჭერით არის შესაძლებელი. სწორედ ეს იყო ქალთა ფონდ „სოხუმის“ შექმნის მიზანი, რომელიც უკვე 25 წელია, აქტიურად მუშაობს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის და არაძალადობრივი კულტურის დამკვიდრების, ქალთა პოლიტიკური გაძლიერების და მშვიდობის მშენებლობაში მათი ქმედითი ჩართვის მიმართულებით.
8 მარტს ქალთა სოლიდარობის აქცია, ფონდ „სოხუმის“ ტრადიციაა, რომელიც წელს უკრაინის ქალების და ბავშვების თანადგომას მიეძღვნება,"-აცხადებენ ფონდში.