Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თერჯოლაში ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყებას უახლოეს დღეებში ელოდებიან

თარიღი : 19-05-2014, 12:48 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციასთან ერთად, საზოგადოებრივ აქტივს შეხვდა და რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განახორციელა. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის სამსახურის უფროსებმა სხვადასხვა სფეროში არსებული მდგომარეობის ანალიზი წარმოადგინეს და იმერეთის გუბერნატორისგან შესაბამისი რეკომენდაციები მიიღეს. განხილვის მთავარი თემა იყო რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებიც. ამ ეტაპზე თერჯოლის მუნიციპალიტეტში კულტურის სახლის რეაბილიტაცია ხორციელდება, სამუშაოებს რეგიონული განვითარების ფონდი 150 000 ლარით აფინანსებს. განახლებული კულტურის სახლი ფუნქციონირებას რამდენიმე დღეში დაიწყებს.
„თერჯოლის მუნიციპალიტეტში უკვე ყველა პროექტი შეთანხმებულია და უახლოეს მომავალში სამუშაოები დაიწყება. პრობლემად რჩება გაზიფიცირების შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა. აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად დამატებით შეხვედრებს გავმართავთ სამუშაოების შემსრულებელ კომპანიებთან,“ -აცხადებს ზაზა მეფარიშვილი.
მსგავსი ტიპის შეხვედრებს იმერეთის გუბერნატორი ყველა რაიონში გამართავს.


ნანახია: 1879-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გუბერნატორმა აღნიშნული მიზნით სამუშაო შეხვედრები ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში გამართა.
კულტურის სახლის რეაბილიტაცია 150 000 ლარით დაფინანსდა
იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა რაიონებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის მეორე ეტაპი ხარაგაულის
სოფელში 30 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელსაც რეგიონული განვითარების ფონდი 119 000 ლარით
შეხვედრის ერთ–ერთი მთავარი თემა აზიური ფაროსანა და მის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები იყო.
დღესვე, თერჯოლის მუნიციპალიტეტში გასვლითი რეგიონული თათბირი გაიმართა.

ამინდი