Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის საქმეს მერიის აუდიტის სამსახური სწავლობს

თარიღი : 19-05-2014, 12:46 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, სხვადასხვა   
topnews.com.ge
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში დაცული ეროვნული საგანძურის დაზიანების ფაქტს ქუთაისის მერიის აუდიტის სამსახური სწავლობს. შესაბამისი დოკუმენტაცია მერიას ბიბლიოთეკის დირექტორმა ნარგიზა ჩოგოვაძემ თავად გადასცა. საქმე ეხება პერიოდული განყოფილების უფროს მაია მიქაბერიძესა და დირექტორის მოადგილეს რიტა წაქაძეს შორის 2009 წელს დაწყებულ დაპირისპირებას, როცა, დირექტორის მოადგილის ინიციატივით ბიბლიოთეკაში იშვიათი გამოცემების განყოფილება შეიქმნა. მიქაბერიძე აცხადებს, რომ განყოფილებაში იშვიათი გამოცემების შენახვის პირობების არარსებობის გამო ბიბლიოთეკაში დაცული უნიკალურ გამოცემათა დიდი ნაწილი დაზიანდა. დირექტორის მოადგილე კი მის მიერ ბიბლიოთეკაში გატარებულ მრავალმხრივ რეფორმებზე საუბრობს და ამბობს, რომ აღნიშნული განყოფილება სწორედ საგანძურის დაცვის მიზნით შეიქმნა, რაც იშვიათი გამოცემების მიზანმიმართულ დაზიანებას იმთავითვე გამორიცხავს.
ქუთაისის მერიის აუდიტის სამსახურს დოკუმენტაციის შესასწავლად 20 დღიანი ვადა აქვს, რის შემდეგაც გადაწყდება შევა თუ არა საჯარო ბიბლიოთეკაში აუდიტი.


ნანახია: 2242-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თანამშრომლები ამბობენ, რომ ბიბლიოთეკაში დარღვევების კვალის წაშლა ხდება
ბიბლიოთეკის თანამშრომლები პროკურატურამ უკვე დაკითხა, საქმით ქუთაისის მერიაც დაინტერესდა.
წაქაძე ჩოგოვაძის მიერ პოსტის შესაძლო დატოვების შესახებ კომენტარს არ აკეთებს
1 ივნისთან დაკავშირებით, ბავშვებს ბიბლიოთეკაში სხვადასხვა თანამდებობის დაკავება შეეძლოთ.

ამინდი