ხარაგაულის მერიამ მრავალშვილიანი დედები დაასაჩუქრა
თარიღი : 3-03-2022, 23:14 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ხარაგაულის მერიამ დედის დღე მრავალშვილიან, მარტოხელა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპული ჯარისკაცების დედებს მიულოცა.
,,მინდა დღეს, ყველა დედას განსაკუთრებულად ვუსურვო მშვიდობა. საქართველოს ისტორია ქალების, დედების გმირობის, თავდადებისა და გამძლეობის მაგალითია. სწორედ ყველაზე ძლიერ ადამიანებს ვულოცავ გაზაფხულის პირველ და ულამაზეს დღესასწაულს, დედის დღეს,"-განაცხადა ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა.
დედებს დედის დღე უშუალოდ მიულოცა მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა.
მერიის სოციალური სამსახურის, კულტურის სამსახურის და ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების ურთიერთ თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დედის დღესთან დაკავშირებით, ხარაგაულის მერიის სახელით, საჩუქრები (საოჯახო ტექნიკა) და ყვავილები მრავალშვილიან (7 და მეტი შვილი), მარტოხელა (რომლებიც შშმ ბავშვებს ზრდიან) და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპული ჯარისკაცების დედებს გადაეცათ.
"ხარაგაულის მერია გამოხატავს პატივისცემას და მზაობას მრავალშვილიანი დედების დახმარებისა და მხარდაჭერისთვის.
ჩვენ გვახსოვს და პატივს მივაგებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპული გმირებს და მათ დედებს.
მერია ზრუნავს მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებზე,"-აცხადებენ ხარაგაულის მერიაში.