კლინიკა „ენმედიცისა“ და ქუთაისის მერიის ერთობლივი აქცია

კლინიკა „ენმედიცის“ ინიციატივითა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ქუთაისში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს, მრავალშვილიან დედებსა და სოციალურად დაუცველებს მედიკოსებმა უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში პაციენტებმა ენდოკრინოლოგის,ნევროპათოლოგის,ოფთალმოლოგის, კარდიოლოგის,ანგიოლოგის,პედიატრის,გინეკოლოგის,ოტოლარინგოლოგის,თერაპევტისა და დერმატოლოგის უფასო მომსახურება მიიღეს. აქცია მოიცავს ექოსკოპიური და ლაბორატორიულ კვლევებსაც. საქველმოქმედო აქციით რიგითმა მოქალაქეებმაც ისარგებლეს. ორდღიანი აქცია სულხან-საბას მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის სამინისტროსა და საპატრიარქოს ეგიდით ჩატარდა.