Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ომში მყოფი უკრაინელების დასახმარებლად ხარაგაულში საკვების და სამედიცინო პროდუქტები, ასევე სპეციალური საჭიროების ნივთების შეგროვება იწყება

თარიღი : 28-02-2022, 19:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაული უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს და სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზარალებული უკრაინელი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებას იწყებს.

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარული მიზნებისთვის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოიყოფა.

"ხარაგაულელებს, სურვილის შემთხვევაში, ომში მყოფი უკრაინელების დასახმარებლად საკვები და სამედიცინო პროდუქტები, ასევე სპეციალური საჭიროების ნივთები შეგიძლიათ ხარაგაულის მერიის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე, მოქალაქეთა ინფორმირებისა და ჩართულობის ცენტრში მოგვაწოდოთ.

მერიაში შექმნილი სამუშაო ჯგუფის თანამონაწილეობით ორგანიზება გაუკეთდება ამანათების შეგროვებას და დახარისხებას.

ჰუმანიტარული ტვირთი ხარაგაულიდან საქართველოს სახელით უკრაინაში გაიგზავნება.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ პასუხისმგებელ პირს ვარლამ ჭიპაშვილს, მერის პირველი მოადგილე, ტელ: 595 51 98 10;

საკონტაქტო პირი: ინგა ბერაძე, ტელ: 599 44 20 57; ჟანა ნემსაძე ტელ: 595902720,"-ნათქვამია ხარაგაულის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ნანახია: 308-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი