Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონში დამეგობრებული უკრაინული ქალაქის დასახმარებლად თანხა გამოიყო

თარიღი : 28-02-2022, 19:24 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ხონში, სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზარალებული მეგობარი უკრაინული ქალაქის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას იწყებენ.

როგორც ხონის მერიაში აცხადებენ, ჰუმანიტარული მიზნებისთვის, ხონის მუნიციპალიტეტის მერის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილია თანხები, რომელიც მიმართული იქნება უკრაინელი ხალხისთვის პირველადი მოხმარების აუცილებელი ნივთების შესაძენად.

"ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს აქტიური კომუნიკაცია აქვთ ხარკოვის ოლქში, ხონთან დამეგობრებულ ქალაქ იზიუმის ხელმძღვანელობასთან და ჰუმანიტარული აქციაც მათი საჭიროებების მიხედვით იგეგმება.
აქციაში ჩართვისკენ მოვუწოდებთ სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნესს და ყველა რიგით ხონელს.

მსურველებს სპეციალური საჭიროების ნივთები თავისუფლების მოედანი №6-ში, მერიის შენობის 1-ელ სართულზე არსებულ დარბაზში შეუძლიათ მიიტანონ.

შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ მითითებულ ტელეფონის ნომერზე: 599 991 991,"-აცხადებენ ხონის მერიაში.


ნანახია: 506-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი