Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისი უკრაინაში ჰუმანიტარულ ტვირთს გააგზავნის

თარიღი : 28-02-2022, 16:19 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნება-ამის შესახებ ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა.

,,ქუთაისის მუნიციპალიტეტი უკრაინაში ომის დაწყების პირველი დღიდანვე, აქტიურ კომუნიკაციაშია იმ უკრაინული ქალაქების თვითმმართველობებთან, რომლებთანაც ქუთაისს მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს.
ხარკოვის, ჟიტომირის, ლვოვის, დნიპროს, სუმის, ზაპოროჟიეს, მიკოლაევის ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბრების დროს გამოიკვეთა გარკვეული საჭიროებები, რა მიმართულებით შეუძლია ქუთაისს დაეხმაროს უკრაინელ მეგობრებს ამ რთულ დღეებში და უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება, კონკრეტულად რა სახის დახმარების გაწევა შეგვიძლია
მერის სარეზერვო ფონდიდან დამეგობრებული უკრაინული ქალაქებისთვის. იგეგმება შეხვედრა საზოგადოების და ბიზნესის წარმომადგენლებთან და შეიქმნება ფონდი უკრაინის დასახმარებლად,"-განაცხადა ქუთაისის მერმა.


ნანახია: 347-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი