Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში მუზეუმის საერთაშორისო კვირეული გაიხსნა

თარიღი : 18-05-2014, 14:50 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა, სხვადასხვა   
topnews.com.ge
დღეს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისში კვირეული დაიწყო. კვირეულის ფარგლებში ქუთაისში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი. დღეს, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დაცული ექსპონატებისა და კოლექციების გამოფენა მოეწყო. ღონისძიებაზე მუზეუმის თანამშრომლები საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს. დღესვე, იუბილე მიულოცეს მარგალიტა მსხილაძეს, რომელმაც მუზეუმში 50 წელი გაატარა.
"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მოხარული ვარ რომ დამიფასდა შრომა. მინდა ვთქვა, რომ თუ სახლში ცუდად ვარ, აქ რომ მოვდივარ კარგად ვხდები",–ამბობს მუზეუმის ღვაწლმოსილი თანამშრომელი.
"მივულოცეთ იუბილე ქალბატონ მარგალიტას. ეს ქალბატონი იმაზე დიდი ხანია მუშაობს აქ, ვიდრე საერთოდ მუზეუმის საერთაშორისო დღე აღინიშნება",–ამბობს ნოდარ მიქიაშვილი.
დღესვე მერიამ მუზეუმის 16 ღვაწლმოსილ თანამშრომელს თანხა ორასი ლარის ოდენობით გადასცა.


ნანახია: 2080-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ღონისძიებებში ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლებაც ჩაერთო. ქუთაისის ვიცე-მერმა გიორგი იობაშვილმა 9 ღვაწლმოსილ თანამშრომელს, რომლებიც
ქუთაისის მერის შოთა მურღულიას სახელით ქალაქში არსებული მუზეუმების წარმომადგენლების საზეიმო მიღება გაიმართა, სადაც ღვაწლმოსილი
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა.
პროექტის ორგანიზატორი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს ეროვნული მუზეუმია.
იმუნიზაციის საერთაშორისო კვირეული ევროპის 53 ქვეყანაში აღინიშნება.
40-მდე მხატვრის 46 ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, მუზეუმის ორ დარბაზში განთავსდა.

ამინდი