Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საზღვრისპირა სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები იმერეთის გუბერნატორმა დაათვალიერა

თარიღი : 18-05-2014, 12:39 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, საზოგადოება   
topnews.com.ge
საზღვრისპირა სოფელ პერევში ინფრასტრუქტურული პროექტები იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა დაათვალიერა.
სოფელში 30 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელსაც რეგიონული განვითარების ფონდი 119 000 ლარით აფინანსებს. ამ დრომდე პერევში საბავშვო ბაღი არ არსებობდა. სოფელში ასევე ფუნქციონირებას დაიწყებს ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ამბულატორია და 118 მოსწავლეზე გათვლილი განახლებული სკოლა, რომლის მშენებლობაც „ქართუ ჯგუფის“ დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნული ობიექტები სოფელ პერევის გარდა, ოკუპირებულ ზონაში არსებულ სოფლის მცხოვრებლებსაც მოემსახურება. გუბერნატორი საჩხერის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ პერევის მოსახლეობასაც შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. ზაზა მეფარიშვილი ადგილობრივებს უახლოეს მომავალში სრულ გაზიფიცირებას დაპირდა.
სინქრონები:


ნანახია: 2103-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა რაიონებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის მეორე ეტაპი ხარაგაულის
სოფელ პერევში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ამბულატორია გაიხსნა, სადაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარებით რამდენიმე სოფლის
შეხვდა. სოფელში მცხოვრებ 38 ოჯახს გუბერნატორმა საახალწლო ნობათი გადასცა და მათი პრობლემები მოისმინა.
ამ ეტაპზე თერჯოლის მუნიციპალიტეტში კულტურის სახლის რეაბილიტაცია ხორციელდება, სამუშაოებს რეგიონული განვითარების ფონდი 150 000
ლეღვანის საბავშვო ბაღის მშენებლობა რეგიონული განვითარების ფონდმა 11 000 ლარით დააფინანსა.

ამინდი