ქუთაისის მერია ორი დღის მანძილზე მოქალაქეებს უფასო გამოკვლევებს უტარებს
თარიღი : 17-05-2014, 23:16 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირებს, მრავალშვილიან დედებსა და სოციალურად დაუცველებს მედიკოსები ორი დღის განმავლობაში უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაუტარებენ.
საქველმოქმედო აქციას კლინიკა „ენმედიცი“ ქუთაისის მერიასთან შეთანხმებით ატარებს. საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას ენდოკრინოლოგი, ნევროპათოლოგი, ოფთალმოლოგი, კარდიოლოგი, პედიატრი და გინეკოლოგი იღებს. აქციის ფარგლებში დაგეგმილია ექოსკოპიური და ლაბორატორიული კვლევებიც.
აქცია ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურში მიმდინარეობს.