Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონის სოფელ ახალშენის სკოლაში პედაგოგის ინიციატივით, არაფორმალური განათლების კლუბი ჩამოყალიბდა

თარიღი : 24-02-2022, 12:15 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ხონის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, თეკლე ონიანის ინიციატივით „არაფორმალური განათლების“ კლუბი ჩამოყალიბდა. კლუბში საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეებს სხვადასხვა საკითხებზე ჩაუტარდებათ ტრენინგები, მოეწყობა შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან, დაიგეგმება გასვლითი შეხვედრები ქალაქის მნიშვნელოვან კულტურულ ობიექტებში და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში, ასევე მოეწყობა ქართული ფილმის დღეები და მისი საჯარო განხილვა.

მოსწავლეები არაფორმალური განათლების მიმართულებით აიმაღლებენ ცოდნას, შეძლებენ დააკავშირონ ფორმალური და არაფორმალური განათლება ერთმანეთთან და შეძლონ მათი ინტეგრირებულად გამოყენება პრაქტიკაში.

პირველი აქტივობა „არაფორმალური განათლების“ კლუბის მოსწავლეებისთვის დღეს განხორციელდა, მოსწავლეებს ტრენინგი ჩაუტარდათ თემაზე -„სასწავლო პროცესი და ეფექტური კომუნიკაცია". ტრენინგის დასრულების შემდეგ კლუბის წევრებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

„თანამედროვეობაში ძალიან მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლება, განსაკუთრებით იგრძნობა ამის საჭიროება სოფლის სკოლებში, სადაც მოსწავლეებს სასკოლო სპეციფიკური საგნების გარდა, ნაკლებად აქვთ საშუალება ჩაერთონ სხვადასხვა მრავალფეროვან აქტივობებში. ვფიქრობ, „არაფორმალური განათლების კლუბი“ ხელს შეუწობს მოსწავლეების უნარ-ჩვევების, კომპეტენციების, ღირებულებების განვითარებას, რაც მოსწავლეებს დაეხმარება იყვნენ უფრო მეტად აქტიურად ჩართული სამოქალაქო ცხოვრებაში, სამოქალაქო განვითარების პროცესებში, რაც ხელს უწყობს მათ ჩამოყალიბებას, როგორც აქტიური მოქალაქე, რომელიც შემდგომში გამოადგება სახელმწიფოს ნებისმიერი პროფესიის კუთხით.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სკოლის დირექტორს ვიოლა აკობიძეს, რომელიც ყოველთვის მზად არის ნებისმიერ ინიციატივას მხარი დაუჭიროს და ხელი შეუწყოს მოსწავლეების განვითარებას და ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებას. ასევე, მადლობა სკოლის ადმინისტრაციას და თითოეულ პედაგოგს აქტიური ჩართულობისთვის,“-ამბობს საგანმანათლებლო კლუბის მენეჯერი თეკლე ონიანი.


ნანახია: 573-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„პიროვნული განვითარების აკადემიის“ მიზანს სკოლის მოსაწვალეებისთვის არაფორმალური განათლების მიწოდება წარმოადგენს. პროექტი 4
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ VII,VIII,IX,X,XI,XII კლასის მოსწავლეებს. კონკურსის მიზანია წერის პოპულარიზაცია, სკოლის
მერობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა არაფორმალური განათლების ხელშეწყობასა და ამ კუთხით წყალტუბოში ინოვაციების ცენტრის
RICDOG პროექტის-'ჯადოსნური წრე' მეორე ფაზა დასრულდა.

ამინდი