Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"რაც მეტი ყურადღება იქნება სახელმწიფოსგან, მით მეტი შედეგი იქნება სპორტსმენისგან"

თარიღი : 17-05-2014, 22:55 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
“სპორტსმენისათვის სპორტს პირველ რიგში ხალხის სიყვარული მოაქვს და ამ სიყვარულის მოსაპოვებლად მან ყველაფერი უნდა გააკეთოს,“ - ასე წარმოუდგენია სპორტული ცხოვრების უპირატესობა გუგა კიბორძალიძეს, რომელიც საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სა და ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ერთობლივი პროექტის „იყავი აქტიური, გქონდეს შენი ჯანსაღი სტილი“-ს მორიგი სტუმარია.

გუგა კიბორძალიძე 7 წელია ძიუდოთი არის დაკავებული. პარალელურად სამბოშიც ვარჯიშობს. სპორტულ ცხოვრებაში მაგალითი მამისგან აიღო, რომელიც მისი თქმით, წარმატებული სპორტსმენი იყო. 19 წლის სპორტსმენი სამბოში ევროპის და მსოფლიოს ვერცხლის მფლობელია. ხოლო ძიუდოში ევროპის თასის პირველობისათვის ბრძოლაში პირველი ადგილი აიღო.


„ეს სპორტი ჩემთვის ცხოვრებაა. მამაჩემი წარმატებული სპორტსმენი იყო და დიდი სურვილი მქონდა მამაჩემის ნაკვალევს გავყოლოდი. სახელმწიფომ უფრო მეტად უნდა დააფასოს სპორტსმენები და წაახალისოს, რათა ისინი მეტი ინტერესით მიუდგნენ სპორტის თავიანთ სახეობას და უფრო მეტი მონდომებით იმუშავონ. ჩვენი სახელმწიფოს მადლობელი ვარ. მე იმას ვამბობ, რომ რაც უფრო მეტი ყურადღება იქნება სახელმწიფოსგან, მით მეტი შედეგი იქნება სპორტსმენისგან,“ - ამბობს გგუა კიბორძალიძე.
სპორტსმენი თვლის, რომ დღეს სპორტითა და ცხოვრების ჯანსაღი წესით ბევრი ახალგაზრდაა დაინტერესებული.

„ეს კარგია ქალაქისთვისაც და ქვეყნისთვისაც, რადგან ახალგაზრდები ქმნიან მომავალს და მათზე ბევრია დამოკიდებული,“ - აცხადებს სპორტსმენი.

„სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზება, ახალგაზრდების დაინტერესება სპორტით, სპორტსმენების გაცნობა და მედიის მხრიდან მათი მხარდაჭერა,- ეს იმ პროექტის მიზნებია, რომელიც ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ხანგრძლივობა 3 თვეს მოიცავს.


ნანახია: 2029-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„სპორტი ჩემთვის მხოლოდ გატაცება არ არის. სპორტი ჩემი ცხოვრებაა“, -ამბობს ქუთაისელი სპორტსმენი კონსტანტინე ხვისტანი.
21 წლის გიორგი ლომთაძე 6 წელია სპორტის იმ სახეობით არის დაკავებული, რომელსაც ძალოსნობა ჰქვია. სპორტულ კარიერაში გიორგის მიღწევებს
სპორტსმენი რაულ ცირეკიძე ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონია. 27 წლის სპორტსმენი სპორტის ამ სახეობით 10 წლის ასაკიდან არის დაკავებული.
ქუთაისელი სპორტსმენი ახალგაზრდებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ახალგაზრდებს ვარჯიში და ცხოვრების ჯანსაღი წესის აყოლა ან ეზარებათ
რაც შეეხება სპორტის მიმართ ახალგაზრდების ინტერესს, როსტომ ხახალეიშვილი თვლის, რომ დღეს ახალგაზრდების დიდი ნაწილი სპორტის ისეთი
მცირე ასაკის მიუხედავად, ქუთაისელმა ახალგაზრდამ სპორტის დახმარებით საზღვარგარეთის რამდენიმე ქვეყნის მონახულება და კარიერული

ამინდი