EU4Culture პროექტის ფარგლებში, ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგიის მონიტორინგის და შეფასების ჯგუფი შეიქმნა
თარიღი : 23-02-2022, 18:57 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის კულტურის სტრატეგიის EU4Culture-ის ფარგლებში, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
პროექტის დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებს, რომლებსაც სურვილი აქვთ იყვნენ სტრატეგიის მონიტორინგის ჯგუფის წევრები, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი შეხვდა.
შეხვედრაზე მონიტორინგის ჯგუფში გაერთიანების მსურველებს მონიტორინგის ჯგუფის წევრების ფუნქციები და სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებული გეგმები გააცნეს.
"ქუთაისის კულტურის სტრატეგიაზე მუშაობას ვაგრძელებთ. ახლა ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე ვართ, უკვე გვქონდა შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან, ორგანიზაციებთან, კულტურის სფეროს ცალკეულ წარმომადგენლებთან. მათგან მიღებული ინფორმაციის შეჯერების საფუძველზე დავიწყეთ მუშაობა უშუალოდ სტრატეგიაზე.
ამასთანავე, შევქმენით მონიტორინგის ჯგუფიც, რომლის წევრებიც მუდმივ მონიტორინგს გაუწევენ პროექტის ფარგლებში მიმდინარე პროცესებს,"- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.