Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ირაკლი შენგელია: პარტიულ სტრუქტურაში ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება გააძლიერებს ქალთა მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში

თარიღი : 18-02-2022, 22:33 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად ქუთაისში, პარტიის იმერეთის რეგიონის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდა.

შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მაკა ბოჭორიშვილი, რიმა ბერაძე, ნინო წილოსანი, ეკა სეფაშვილი, მაია მენაღარიშვილი, ქეთი დუმბაძე, ბაია კვიციანი, ლევან მგალობლიშვილი, ზაზა ლომინაძე, ბეჟან წაქაძე, გივი ჭიჭინაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.

ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების საკითხს გამოეხმაურა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია და აღნიშნა, რომ ქალთა ორგანიზაციის შექმნა ერთმნიშვნელოვნად გააძლიერებს ქალების მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში.

"პარტიულ სტრუქტურაში ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება წარმოადგენს მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გააძლიერებს ქალების მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში.

საარჩევნო რეფორმების კვალადაკვალ, რომელმაც კვოტირების გზით ხელი შეუწყო პარტიულ სტრუქტურასა და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალთა წარმომადგენლობის გაზრდას, ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება არის გენდერული თანასწორობის პრინციპების მხარდაჭერის და შიდაპარტიული პროცესების დემოკრატიზაციის ზრდის ნათელი მაგალითი.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია, გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაციის საკითხი. თვითმართველობების დონეზე ძლიერი, ეფექტური მექანიზმების არსებობა, გენდერული საბოჭოების სახით, რაც ხელს შეუწყობს ქალთა სოციალურ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ გაძლიერებას.

მინდა, მადლობა გადავუხადო პარტიის თავმჯდომარეს, პოლიტსაბჭოს წევრებს და ლიდერ ქალებს ამ მეტად მნიშვნელოვანი ინიციატივის მხარდაჭერისთვის და იმპლემენტირებისთვის,"-ამბობს ირაკლი შენგელია.


ნანახია: 280-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გასული წლის შემოდგომაზე, პარლამენტში დარეგისტრირდა 37 455 ამომრჩევლის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საპარლამენტო და

ამინდი