როზა დვალიშვილის თეატრში დაბრუნების მოთხოვნით ყოფილი თანამშრომლები ხელმოწერებს აგროვებენ

ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ყოფილი თანამშრომლები, ყოფილი დირექტორის როზა დვალიშვილის თეატრში დაბრუნების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ. Topnews-ის ინფორმაციით, ხელმოწერების შემგროვებელთა შორის არის ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი მაკა ჯანანიძე, რომელიც ხელმოწერების შეგროვებას თეატრში თანამშრომლებს შორის ცდილობდა.
„ინფორმაციას არ ადასტურებს თავად მაკა ჯაჯანიძე, თუმცა, თეატრში ყოფნის ფაქტს არ უარყოფს და ამბობს, რომ იგი სპექტაკლზე იმყოფებოდა.
„დიახ ვიყავი თეატრში, მაგრამ სპექტაკლს ვესწრებოდი. გოგი ჭიჭინაძესაც შევხვდი, მაგრამ ხელმოწერების შეგროვება სისულელეა. თვის ბოლოს საზღვარგარეთ მივდივარ და დამერწმუნეთ საერთოდ არ მაქვს ის ინტერესები რაზეც თქვენ საუბრობთ“,-ამბობს მაკა ჯაჯანიძე.
ყოფილი დირექტორის თეატრში დაბრუნების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს თავად ყოფილი დირექტორი. როზა დვალიშვილის თქმით, მისთვის ამის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი.
„გუშინ დამირეკეს და მითხრეს ამის შესახებ. ეს მათი უფლებაა. მე მხოლოდ მივესალმები და ძალიან მსიამოვნებს თუ ადამიანებს ვახსოვარ და პატივს მცემენ“-ამბობს როზა დვალიშვილი.
როზა დვალიშვილს ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორის პოსტი თეატრში ხატია ვედმდევას მოსვლის გამო დაატოვებინეს. იგი ამჟამად „ ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის“ პარკში ეკოლოგიის დარგში დირექტორის მოადგილედ მუშაობს.