სასამართლოს უფრო ხშირად გამოაქვს დასაბუთებული განაჩენი-„საიას“ მონიტორინგის შედეგები
თარიღი : 16-05-2014, 14:31 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ თბილისისა და ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის შედეგები ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში წარმოადგინა.
მონიტორინგის შედეგად, „საიას“ მონიტორებმა სასამართლო პარაქტიკის დადებითი და უარყოფითი ტენდენციები გამოავლინეს. მონიტორინგის ავტორის თინათინ ავალიანის თქმით, ცალკეულ საკითხებთან მიმართებაში სასამართლო პრაქტიკაში გაუმჯობესება შეინიშნება. კონკრეტულად, თუ აქამდე სასამართლო ავტომატურად აკმაყოფილებდა ბრალდების მხარის შუამდგომლობას პირის პატიმრობაში აყვანის შესახებ, ბოლო პერიოდში ტენდენცია შეიცვალა. ამასთანავე, სასამართლოს უფრო ხშირად გამოაქვს დასაბუთებული გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შესახებ.
„მართალია პროცენტულად გაიზარდა იმ ბრალდებულთა რაოდენობა, ვისაც პატიმრობა შეეფარდა,თუმცა, ამის მიუხედავად მნიშვნელოვნად შემცირდა გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელი აღკვეთის შესახებ. სასამართლო ახლა უფრო ხშირად ცდილობს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება. დღემდე პრობლემად რჩება ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით გამართულ სასამართლო პროცესებზე საზოგადოების დასწრების საკითხი. სასამართლოები კვლავ არ აძლევენ დაინტერესებულ პირებს უფლებას დაესწრონ პროცესებს“,-ამბობს „საიას“ იურისტი და მონიტორინგის ავტორი თინათინ ავალიანი.
„საიამ“ მონიტორინგი ორი ქალაქის სასამართლოებში 2013 წლის ივლისიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით განახორციელა.