ვანში, მეწყერის შედეგად წაღებული გზის ნაცვლად, დროებითი გზა ეწყობა
თარიღი : 14-02-2022, 12:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ვანი-სულორის საავტომობილო გზის მე-7 კილომეტრზე, მეწყრულ მონაკვეთზე შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ტერიტორიაზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა და გზა წაიღო, მძიმე ტექნიკის საშუალებით, დროებითი გზის გაჭრა მიმდინარეობს.
"ვანი-სულორის მიმართულებით გადაადგილება აკრძალულია, მაგრამ ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია მუნიციპალიტეტის ცენტრს დაუკავშირდეს შემოვლითი გზებით.
კერძოდ: სულორის მოსახლეობას გადაადგილება შეუძლია გადიდი-ზედავანის დამაკავშირებელი შემოვლითი გზით, ძულუხის მოსახლეობას კი რომანეთი-საპრასიის დამაკავშირებელი შემოვლითი გზით.
შესაბამისი სამსახურები შეისწავლიან სტიქიის განვითარების მიზეზებს და ამის შემდეგ დაიწყება ვანი-სულორის დამაკავშირებელი საატომობილო გზის რეაბილიტაცია,"-აცხადებენ ვანის მერიაში.