Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ანტიდისკრიმინაციული კანონი დისკრიმინაციის პრევენციის გარეშე კანონის განხილვა ქუთაისის USID-ში

თარიღი : 16-05-2014, 13:48 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, საზოგადოება   
topnews.com.ge
„ჰაინრიხ ბიოლის ფონდის“ პროექტის ფარგლებში ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, პარლამენტის მიერ, ცოტა ხნის წინ ხმაურის ფონზე მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვა გაიმართა. შეხვედრაზე მომხსენებლებმა იურისტმა გიორგი გოცირიძემ და პარლამენტის წევრმა თამარ კორძაიამ, კანონთან მიმართებაში საზოგადოებაში აგრესიული დამოკიდებულების გაჩენის მიზეზებსა და ცხოვრებაში ამ კანონის გატარების მნიშვნელობაზე ისუბრეს.
მოხსენებაში თამარ კორძაიამ კანონის მიმართ ეკლესიის ნეგატიურ დამოკიდებულებაზე, როგორც დისკრიმინაციის წახალისების წინაპირობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სასულიერო ხელისუფლება, ანტიდისკრიმინაციული კანონის არმიღების მოთხოვნით ფაქტიურად აღიარებდა ნებისიერი ნიშნით დისკრიმინაციის ლეგალიზებას.
„სახელმწიფო და ეკლესია თანამშრომლობენ, მაგრამ ეს თანამშრომლობა ატარებს ურთიერთდამოუკიდებელ ხასიათს, რაც ნიშნავს იმას, რომ საერო და სასულიერო ხელისუფლება გამიჯნული უნდა იყოს ერთმანეთისგან“,-ამბობს თამარ კორძაია.
სახელმწიფოს სუსტ როლზე მიუთითებს გიორგი გოცირიძე 1994 წელს დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ მიღებულ კანონზე საუბრისას. მისი თქმით, საქართველოში დისკრიმინაცია ჯერ კიდევ 10 წლის წინ აიკრძალა, თუმცა, სახელმწიფოს მაშინ არ უზრუნია ამ აკრძალვის პრაქტიკაში გატარებისთვის საჭირო მექანიზმების შემუშავებაზე. შესაბამისად, არსებობდა კანონი, რომელიც კრძალავდა დისკრიმინაციას, თუმცა, ამ ქმედების განხორციელებისთვის არავინ ისჯებოდა.
„როდის გაგვიჩნდა შიშები კანონთან მიმართებაში 1994 წელს, როცა დისკრიმინაცია აიკრძალა, თუ 2014 წელს, როცა სახელმწიფომ მიგვითითა იმ კონკრეტულ ქმდებებზე რაც დისკრიმინაციად აღიქმება და არის დასჯადი? ჩვენ არ გვინდა იმის გაგება, რომ ეს არის მხოლოდ მეთოდების დაკანონება, რომლითაც სახელმწიფო უნდა გაუმკლავდეს დისკრიმინაციის კონკრეტულ ფაქტებს. მაგალითად, როცა განსხვავებული კანის ფერის გამო ადამიანს არ უშვებდნენ კაფეში, ან იეჰოვას მიმდევრები ასრულებდნენ მისიონერულ საქმიანობას და ხალხისგან საპასუხოდ იღებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ეს იყო დისკრიმინაცია, მაგრამ არა დანაშაული. ამიტომ იყო საჭირო დისკრიმინაციის რეგულირების სამართლებრივი ფორმების მიღება, რაც მოხდა კიდეც ამ კანონის მიღებით“,-ამბობს გიორგი გოცირიძე.
იურისტმა შეხვედრაზე ასევე ისუაბრა ახალი კანონის დადებით და უარყოფით მხარეებზე. მისი თქმით, სახელმწიფომ ეკლესიასთან ჭიდილში გაიმარჯვა, როცა კანონში დატოვა ის ორი პუნქტი, რომლებიც სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობას ეხება და რომლის ამოღებასაც ეკლესია კატეგორიულად მოითხოვდა.
„ამ ორი პუნქტის არარსებობის შემთხვევაში ჩვენ მივიღებდით არა ანტიდისკრიმინაციულ, არამედ პირიქით-დისკრიმინაციულ კანონს“,-აცხადებს გოცირიძე.
კანონის დადებით მხარეებზე საუბრისას იურისტი პოზიტიურ ნოვაციად აფასებს დისკრიმინაციის შემთხვევაში მტკიცებითი ტვირთის დისკრიმინაციის განმხორციელებელზე დაკისრებას. კანონის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, თუ დისკრიმინირებული პიროვნება გაასაჩივრებს მის მიმართ დისკრიმინაციის განხორციელების ფაქტს, მტკიცებითი ტვირთი გადადის პიროვნებაზე, რომელიც ვალდებულია დაამტკიცოს, რომ მომჩივანის მიმართ მას არ ჩაუდენია დისკრიმანაცია.
პოზიტიურ ასპექტებთან ერთად, იურისტის თქმით, კანონის მიღების დროს მთავრობამ უმნიშვნელოვანესი შეცდომაც დაუშვა. კერძოდ, სახელმწიფომ არ შეიმუშავა დისკრიმინაციის პრევენციის მექანიზმი, მაგალითად ფულადი ჯარიმის დისკრიმინაციის განმხორციელებლისთვის დაკისრება.
„გამოდის, რომ კანონი მივიღეთ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მექანიზმის გარეშე, ამიტომ კარგი იქნება თუ სახელმწიფო იფიქრებს იმაზე, პრევენციის რა მექანიზმები მოიგონოს, რომ ადამიანებს დისკრიმინაციის სურვილი დაუკარგოს“,-ამბობს გიორგი გოცირიძე.


ნანახია: 2426-ჯერ

მსგავსი სიახლეები
104 ხმით ერთის წინააღმდეგ კანონი მიღებულია
კამპანიის მსვლელობისას პროექტის ექსპერტები ჩაატარებენ სემინარებს 40-მდე ჟურნალისტისათვის, 300-მდე სტუდენტისათვის, 30-40-მდე
პარლამენტის მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონის მესამე და საბოლოო მოსმენით მიღების შემდეგ, უკმაყოფილო მრევლი 16 მაისს, თბილისში,
ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი საპატრირქოს გარშემო მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბოლო დროს
„ვთხოვთ ხელისუფლებას არ დაუშვას გარყვნილების პროპაგანდა“, „დავიცვათ ოჯახური სიწმნიდე და ზნეობა“,- ამ სლოგანებით ქუთაისში აქციის
შეხვედრა 'ბიოლის ფონდის' პროექტის ფარგლებში გაიმართა
[online][/online]
[offline][/offline]
: Charo , Гости | 12.06.14 | 
Call me wind because I am abtsluoely blown away.

ამინდი