Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ დაიწყო ქუთაისში პირველი უმაღლესი სასწავლებლის ისტორია

თარიღი : 13-02-2022, 10:32 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო სახელმწიფო უნივერსიტეტი 89 წლის იუბილეს აღნიშნავს.

1930 წლის ივლისში ხელისუფლებამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია ჩაატარა და მის ბაზაზე ოთხი დამოუკიდებელი უმაღლესი სასწავლებელი შექმნა. ერთ-ერთი მათგანი იყო სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, რომელიც, ამ დროიდან მოყოლებული, 1933 წლამდე, თბილისში განაგრძობდა ფუნქციონირებას, ამავე წლის თებერვლიდან ქუთაისში განაგრძო ფუნქციონირება, როგორც ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურმა ინსტიტუტმა.

1933 წლის თებერვალში, ქუთაისში, დიდი თოვლი მოვიდა. იმდენად დიდი, რომ 8 თებერვალს დაგეგმილი სწავლის დაწყება ვერ მოხერხდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ უამინდობამ ეს პროცესი მხოლოდ რამდენიმე დღით შეაფერხა. 1933 წლის 13 თებერვალს, ორშაბათს, ქალაქში კვლავ დიდთოვლობა იყო, მიუხედავად ამისა სადგურ რიონიდან სასწავლებლისკენ ფეხით წამოვიდნენ ქართველი მეცნიერები. მათ სტუდენტებთან ერთად თავად გაიკვლიეს გზა ინსტიტუტის ეზოში და ისე შევიდნენ სასწავლო შენობაში.
პირველი ზარის დარეკვის პატივი პროფესორ გიორგი ახვლედიანს ხვდა წილად და მანვე წაიკითხა პირველი ლექცია. ასე დაიწყო, ქუთაისში უმაღლესი სასწავლებლის მდიდარი და შინაარსიანი ისტორია, რომელიც წელს დაარსების 89 წლის იუბილეს აღნიშნავს.

1933 წელს სასწავლებელი 4 სასწავლო განყოფილებას მოიცავდა: ფიზიკა-მათემატიკის განყოფილება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა განყოფილება, ისტორიულ-ლიტერატურული და პედოლოგიურ-პედაგოგიური განყოფილება.

დღეს უმაღლესი სასწავლებელი 9 ფაკულტეტით, 42 საბაკალავრო , 42 სამაგისტრო 7 სადოქტორო, 3 ერთსაფეხურიანი და 16 პროფესიული პროგრამითაა წარმოდგენილი, სადაც 10 ათასამდე ქართველი და 500-მდე უცხოელი სტუდენტი სწავლობს. ისინი წარმატებით მონაწილეობენ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში.

უნივერსიტეტი იქაურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის 50-ზე მეტ უმაღლეს სასწავლებელთან.


ნანახია: 242-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წელს 100%-იანი სახელმწიფო გრანტით ცხრა სტუდენტი ჩაირიცხა.
სასწავლებლის წლევანდელი კურსდამთავრებულებიდან 40% თავისი პროფილის შესაბამისად უკვე დასაქმებულია.
სასწავლებლის სტუდენტებს შორის 7 სტუდენტი 100%-იანი სასწავლო გრანტის მფლობელია.
რევაზ ბენედიქტეს ძე ჭეიშვილი დაიბადა ქალაქ ქუთაისში 1933 წლის 24 აპრილს.

ამინდი