რატომ მყარდება ლარი-‘ოცნების’ დეპუტატის განმარტება
თარიღი : 8-02-2022, 21:11 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე მიიჩნევს, რომ ამჟამად ლარის გამყარებაზე რამდენიმე ძირითადი ფაქტორი მოქმედებს, ესენია ეკონომიკის წრაფი აღდგენის პროცესი, ასევე გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, შემცირებული ფულის მასა და მკვეთრად გაზრდილი ექსპორტი და ფულადი გზავნილები.
"ბოლო პერიოდში ლარი გამყარების ტრენდს ინარჩუნებს, თუმცა ამ გამყარების მიზეზი არ არის რაიმე მყისიერი მოვლენა ან ერთჯერადი ქმედება. ლარის გამყარების საფუძველი შექმნა რამოდენიმე გარემოების ერთობლიობამ:
• ორნიშნა ეკონომიკური ზრდა (10.6%).
• სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება (8%-დან 10.5%-მდე).
• იანვარში შემცირებული ფულის მასა (M2) დაახლოებით 700 მლნ. ლარით.
• მნიშვნელოვნად გაზრდილი ფულადი გზავნილები, გაზრდილი ექსპორტი.
ჩვენი ეკონომიკის მაღალი იმპორტდამოკიდებულების და მაღალი დოლარიზაციის პირობებში ლარის გაუფასურება, ანუ დევალვაცია მნიშვნელოვნად და პირდაპირ გადაეცემა ფასებს, ანუ აისახება ინფლაციაში. შესაბამისად ლარის გამყარება, ანუ რევალვაცია თავის მხრივ ინფლაციის შემცირებაზე დადებითად იმოქმედებს.
ასევე როგორც ეკონომისტი და ფინანსისტი ავღნიშნავ, რომ გრძელვადიანი მაკროეკონომიკური ხედვით, ლარის გამყარების ფასი უფრო მაღალია, ვიდრე მისი ზემოქმედება ინფლაციაზე,"- მიიჩნევს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე.
8 თებერვლის მდგომარეობით, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი დოლარის ღირებულებაა 2.91 ლარი, რაც 2020 წლის მარტის შემდგომ ლარის ყველაზე მყარი კურსია.