არჩევნებში მონაწილე ქალბატონების მიმართ დისკრიმინაციის ფაქტებს "ჟურნალისტთა ქსელი" გააკონტროლებს

"ჟურნალსიტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის" წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს იწყებს. ორგანიზაცია წინასაარჩევნო კაპანიის დროს საარჩევნო სუბიექტების მიერ დისკრიმინაციული გამონათქვამების მონიტორინგს განახორციელებს. განსაკუთრებული აქცენტი კი გაკეთდება არჩევნებში მონაწილე კანდიდატი ქალების მისამართით გაკეთებულ დისკრიმინაციულ გამონათქვემებზე.
"ჩვენი ქსელი იწყებს მონიტორინგს, რომელიც მხოლოდ ქალბატონებს არ შეეხება, თუმცა, მთავარ აქცენტს ჩვენ სწორედ მათზე ვაკეთებთ, რადგან, სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ქალბატონები ყველაზე ხშირად განიცდიან დისკრიმინაციას. ეს ყველაფერი ჩვენი მენტალიტეტიდან მოდის, რადგან, მამაკაცებს ჯერ კიდევ მიაჩნიათ, რომ ქალს არ შეუძლია შეასრულოს ძლიერი როლი ნებისმიერ საზოგადოებრივ აქტივობაში",–ამბობს "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის" ხელმძღვანელი თამარ კაციტაძე.
"თუ არ იცის ვინმემ რომელ კანდიდატს მისცეს ხმა არჩევნებში, მე მოვუწოდებ, რომ ქალბატონებს მისცენ ხმა. ქალთა სიმცირე პოლიტიკაში ყველა დონეზე თვალსაჩინოა, მაგალითად, ქუთაისის საკრებულოში მხოლოდ ორი ქალბატონი გვყავს",–ამბობს ორგანიზაციის იმერეთის კოორდინატორი დავით ლიკლიკაძე.
ორგანიზაცია მონიტორინგის შედეგებს სისტემატიურად გაასაჯაროვებს.